თავისუფალი, საერთაშორისო სტანდარტების მედიის ხელშეწყობის მიზნით პრეს-კლუბი "თბილისი-ევროპა" დაფუძნდა
საზოგადოება - 12:37, 04 Sep, 2020     1271

პრეს კლუბი "თბილისი-ევროპა" თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების მედიის ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა, რომელიც არასამეწარმეო, (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით (აიპ) იფუნქციონირებს. კლუბის წევრობა შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალრად, ასევე ორგანიზაციების სახელით და კლუბის წევრები პრიორიტეტულად ისარგებლებენ პრეს კლუბის სერვისებით.

პრეს კლუბის დამფუძნებლებს შორის არიან ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, ეროვნულ და საერთაშორისო (Associated Press, Reuters, RFI) მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, არიან პოლიტიკოსებიც და სხვადსხვა პროფესიის ახალგაზრდებიც.

თუმცა, დეკლარირებულია, რომ პრესკლუბი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან და აფილაციებისგან თავისუფალი პლატფორმა.

* კლუბის მიზანია შექმნას სადისკუსიო და თანამშრომლობის ცენტრი ქართული, ევროპული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, სპორტის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროების წარმომადგენლებთან სადისკუსიოდ და საკორესპონდენციოდ.

* პრეს კლუბი ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო კოლოქვიუმებს, კონფერენციებს, დიპლომატიურ მისიებთან დისკუსიებს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

* პრეს კლუბში თბილისი- ევროპა მოეწყობა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებები, სადაც შესაძლებელი იქნება საინტერესო და საჭირო ინფორმაცის უშუალოდ პირველწყაროდან მიღება.

პრეს კლუბის მიზანს, ასევე წარმოადგენს მისი წევრების დაახლოება და მათთვის საქმიანი, სამუშაო გარემოს შექმნა.

პრეს კლუბი მისი წევრებისთვის ორგანიზებას გაუწევს საგანმანათლებლო პროგრამებს , ტრენინგებს, ვებინარებს, კონფერენციებს, მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ.

პრეს კლუბის სპეციალური ფონდის სახსრებით მოეწყობა კონკურსები და დაწესდება ჯილდოები და სტიპენდიები.

პრეს კლუბის პრიორიტეტულ ამოცანებს შორის რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების და პრევენციის მიზნით სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა იქნება.

პრეს კლუბის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ასევე იქნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში ხელშეწყობა.

თბილისის პრეს კლუბმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ბრიუსელის პრეს კლუბ ევროპასთან და გახდა მსოფლიო პრეს კლუბების წევრი.

პრეს კლუბი თბილისი-ევროპა, ქართულ და უცხოურ ტელევიზიებს შესთავაზებს სატელევიზო აპარატურას, ვიდეო და აუდიო მონტაჟს, აღჭურვილი იქნება პირდაპირი ჩართვების აპარატურით, გამოყოფილი იქნება დარბაზი პრეს კონფერენციების ჩასატარებლად. პრეს კლუბ თბილისი- ევროპას ოფისი ქალაქის ცენტრში, სასტუმრო Marriott Tbilisi -ის შენობაშია განთავსებული.

"პრეს კლუბი თბილისი-ევროპა საერთაშორისო პრეს კლუბების ქსელის ნაწილია და ეს უკვე აძლევს შანსს ქართულ ჟურნალისტიკას, გახდნენ მსოფლიო მედიის ნაწილი, თანაზიარნი და პარტნიორები. ჩვენი პრეს კლუბის დამფუძნებლებში მსოფლიო პრესისსთვის ცნობილი ადამიანები არიან. შახ აივაზოვის და სერგო ედიშერაშვილის ფოტოებს ხშირად ნახავთ ისეთ ცნობილ მედია გიგანტების ფურცლებზე როგორებიც გახლავან, «ნიუ იორკ ტაიმსი», «ნიუსუიკი», «ვაშინგტონ პოსტი», «ეკონომისტი», «უოლ სტრიტ ჯორნელი», «გარდიანი», «მონდი », «ფიგარო» და უამრავი სხვა ცნობილი ჟურნალი და გაზეთი. გიორგი ფოფხაძე დღემდე ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც წამყვან ევროპულ და ამერიკულ ტელე და რადიოკომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს და დღესაც ფრანგულ რადიოში მუშაობს. ამ ჟურნალისტების გადაღებული და გაშუქებულია უამრავი ომი და ეთნოკონფლიქტი. შახ აივაზოვი და სერგო ედიშერაშვილი, ფაქტიურად ჩვენი თანამედროვე ისტორიის მემატიანეები არიან. ჩვენი დამფუძნებელია ცნობილი ტელე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი. ჩვენი დამფუძნებელია ზვიად კვაჭანტირაძე, რომელსაც საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მიღწევაში. მას აქვს მრავალმხრივ დიპლომატიაში და ევროსტრუქტურებთან და დონორებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი კლუბის საპატიო პრეზიდენტი ბრიუსელის პრეს კლუბის პრეზიდენტი სტივენ კოლინსია, ხოლო ბორდის საპატიო თავმჯდომარე ბრიუსელის პრეს კლუბის დირექტორი ლორან ბრიე გახლავთ," - ამბობს პრეს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ვასილ თამაზაშვილი.

http://www.pressclub.be/from-president/welcome-press-club-tbilisi-europe/?fbclid=IwAR1mmmhifHQ4XHeySw4D53Y7p05wouf69tulJXVp4SN0VDAlm_R1TMJWJmY






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42