საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომი ტკივილია, ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც მსუბუქი ან ძლიერი, ლოკალური ან დიფუზიური (გავრცელებული). ასევე, როგორც მწვავე და ხანმოკლე, ან გახანგრძლივებული. ხანმოკლე ტკივილი ძირითადად ტრავმებს ახასიათებს, ხოლო ქრონიკული დაავადებების თანმდევია გახანგრძლივებული ტკივილი.
ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ძვლების, სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების, სინოვიური ჩანთების ან ნერვების დაზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმაა, თუ ტრავმა არ აღინიშნება და ტკივილი რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მაშნ მიზეზი სხვა პრობლემაა.
ძვლოვანი ტკივილი ძირითადად ღრმაა ან ყრუ, უმეტეს შემტხვევებში გამოწვეულია ტრავმით. ამგვარი ტკივილის სხვა მიზეზი იშვიათ შემთხვევაში შეიძლეა იყოს ძვლის ინფექცია, იგივე ოსტეომიელიტი ან სიმსივნეები.
კუნთოვანი ტკივილი ძვლოვანთან შედარებით ნაკლებად ინტენსიურია, თუმცა შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო და შემაწუხებელი იყოს. მაგალითად კუნთოვანი სპაზმი ან კრამპი, იგივე გახანგრძლივებული კუნთოვანი შეკუმშვა. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს: ტრავმის შედეგად კუნთის დაზიანება, აუტოიმუნური რეაქცია, კუნთთან სისხლის მიდინების შეზღუდვა, ინფექცია ან სიმსუვნური ინვაზია.
მყესებთან და იოგებთან დაკავშირებული ტკივილი ნაკლებად ინტენსიურია, მისი გაუარესება დაზიანებული მყესის ან მოძრაობის დროს იოგის დაჭიმვაზეა დამოკიდებული. ძირითადი გამომწვევი მიზეზი ტრავმებია.
ფაქტობრივად, სახსრების ნებისმიერი ტრავმა და დაავადება იწვევს ძლიერ, შემაწუხებელ ტკივილს, რომელსაც ხშირად ართრიტულ ტკივილს უწოდებენ. ტკივილი სახსარში მოძრაობისას ძლიერდება და მისი ინტენსივობა შეიძლება მსუბუქიდან ძლიერამდე იცვლებოდეს, რიგი დგომარეობების დროს შესაძლოა შეშუპება განვითარდეს.
ტკივილის ხშირი მიზეზი სახსრის ანთებაა, იგივე ართრიტი.
ზოგჯერ საყრდენ-მამოძრავებელი ტკივილის მიზეზი ნერვის კომპრესიაა. ასეთია “გვირაბის სინდრომები” მაგ. მაჯის არხის სინდრომი, იდაყვის არხის სინდრომი და ტერფის არხის სინდრომი). ტკივილი გადაეცემა ნერვის მთელ სიგრძეზე და წვის შეგრძნების სახით ვლინდება.
არის შემთხვევები, როდესაც ტკივილი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემიდან მომდინარეს ჰგავს, თუმცა სულ სხვა ორგანოთა სისტემას უკავშირდება. მაგალითად მხრის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ელენთის ან ნაღველის ბუშტის დაავადებით, ზურგის არეში ტკივილი მუცლის აორტის ანევრიზმით, ხელის ტკივილი - გულის შეტევით.
ზოგჯერ ტკივილის ხასიათი მიგვანიშნებს, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს იგი. მაგალითად, ტკივილი, რომელიც უარესდება მოძრაობისას, ძვალ-ლუნთოვან დაავადებებზე მიგვანიშნებს. ტკივილი კუნთოვან სპაზმთან ერთად კუნთის დაავადებაზე მეტყველებს. შეშუპების არსებობა ან ტკივილი პალპაციის დროს რომელიმე მიდამოში ტკივილის წარმომავლობის ადგილზე მიგვანიშნებს. თუმცა ხშირად ტკივილის მახასიათებლები არ მიუთითებენ მათ მიზეზზე. ამიტომ ექიმები დიაგნოზის დასმისას ეყრდნობიან სხვა სიმპტომებს, ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური კვლევების შედეგებს.
ამ შემთხვევაში, თუ მოძრაობისას ტკივილი გაწუხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს მოგცემთ. REDMED-ით შეგიძლიათ ექიმის კონსულტაცია დისტანციურად აუდიო ან ვიდეო ზარით მიიღოთ, ამგვარად თავიდან აირიდებთ კლინიკაში ვიზიტს და რიგებს.
მასალის გამოყენების პირობები






