მემორანდუმი თსუ-სა და აბასთუმნის ობსერვატორიას შორის
საზოგადოება - 15:19, 03 Sep, 2020     958

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულებების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აბასთუმნის ობსერვატორიაში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას. ასეთი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას (აბასთუმნის) შორის. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძე და ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა მოაწერეს. ამასთან, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტსა და ობსერვატორიას შორის ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების და სამეცნიერო-კვლევითი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ობსერვატორიას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა დღეიდან ახალ ეტაპზე გადადის: „ვაპირებთ ერთობლივი საერთაშორისო პროექტების წამოწყებას. დიდი გეგმები გვაქვს იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ შედგება ჩვენი კოლაბორაცია ობსერვატორიასთან და იმ უცხოელ პარტნიორებთან,რომლებიც გვყავს ორივე მხარეს. სასიხარულოა,რომ მემორანდუმი გვაძლევს საშუალებას ინტენსიურად ჩავრთოთ ჩვენი სტუდენტობა, მაგისტრანტები, დოქტორანტები საქმიანობაში,რომელიც ძალიან დიდი ხანია ხორციელდება ობსერვატორიაში და სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს გამოცდილების გაცვლას კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების და სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების გამოცემის სფეროში.

„ობსერვატორიასა და უნივერსიტეტს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აქვს, რომელიც ათეულობით წლებს ითვლის. ეს გვაძლევს იმის საფუძველს და რწმენას, რომ მომავალშიც უფრო რეგულარული გახდება ეს თანამშრომლობა და უფრო დიდი წარმატებები გვექნება,როგორც კვლევით, ისე საგანმანათლებლო საქმიანობაში,“- განაცხადა ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგის, პროფესორ ნანა შათაშვილის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში თსუ სტუდენტები სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

„პირველივე კურსებიდან უფრო ადვილი გახდება ასტროფიზიკით, კოსმოლოგიით, დიდი სატელიტური დაკვირვებებით დაინტერესებული ახალგაზრდების პირდაპირი ჩაბმა ჩვენს საქმიანობაში, მათ შორის სხვა მიმართულების სტუდენტების - მაგალითად, ელექტრონული ინჟინერიის, მათემატიკის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა. ეს კი რეალურად ზრდის კვლევის ხარისხს, პირდაპირი კავშირები უკეთესია სტუდენტებისთვის და მეორე მხრივ, ობსერვატორიისთვისაც კარგია გაახალგაზრდავება და ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვა,“- აღნიშნა ნანა შათაშვილმა.

ხელშეკრულების თანახმად, თსუ და ობსერვატორია ერთობლივ პროექტებს შეიმუშავებენ საგრანტო კონკურსებში წარსადგენად ფუნდამენტური კვლევის, მეცნიერების ტექნოლოგიური უზრუნველყოფის, საერთაშორისო კვლევითი ქსელების ორგანიზების მონაწილეობის მიმართულებებით. ობსერვატორია, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომების შესრულებაში; ასევე, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში.

ამასთან, საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარების და საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის თსუ და ობსერვატორია ერთობლივად დააფინანსებენ ან მოიძიებენ დაფინანსების წყაროებს სამუშაო შეხვედრების, სტუდენტური პროგრამების განხორციელებისა და საერთაშორისო სემინარების ორგანიზებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42