თავდასხმები "თბილისი პრაიდის" ოფისზე - შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 19:06, 02 Sep, 2020     1381

26 მაისს, 7ივნისს, 21-22 ივლისსა და 3 აგვისტოს "თბილისი პრაიდის" ოფისის გარე ფასადის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

1. 2020 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეშვიდე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისში, გ.ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისიდან დროშის ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, გამოიკითხნენ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირები. გამოძიება გრძელდება.

2. 2020 წლის 7 ივნისს, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდი”-ის ოფისის აივანზე განთავსებული დროშის და აღნიშნული ოფისის კედლის შესაძლო შავი საღებავით და კვერცხებით დასვრის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა, რომელთა მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომელთაგან სამი პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო ერთ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა, 500 ლარის ოდენობით.

3. 2020 წლის 21-22 ივლისს, აღნიშნულ ოფისზე კვლავ მოხდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, რაც გამოიხატა შემდეგში: საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს “თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე არსებული დროშა და შენობის სადარბაზოში ისროლეს კვერცხები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ვინაობა და მათ მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

4. აღნიშნულ ოფისზე კანონსაწინააღმდეგო ქმედება განხორციელდა ასევე, 2020 წლის 3 აგვისტოს, რა დროსაც “თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე არსებული დროშა საღებავებიანი კვერცხებით დასვარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გადაუდებელი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობა და მის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

გარდა ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებისა, "თბილისი პრაიდის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვის მიზნით მოქალაქეების შეკრებისას, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გაძლიერებულად ხორციელდება მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვა პატრულირების გზით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს უშუალო და რეგულარული კომუნიკაცია აქვთ „თბილისი პრაიდის“ ოფისის წარმომადგენლებთან და აწვდიან ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეაგირების და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლზე ორიენტირებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელებაა" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42