პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე დაშავებული სამი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"შატილის გზაზე დაშავებული პირების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, არის დადებითი კლინიკით, პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. ამ ეტაპზე, ჰემოდინამიკა სამივე პაციენტთან აღდგენილია, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელელ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს, რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ ჩაუტარდა სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია, მისი მდგომაროება ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელების გასავლელი, მაგრამ იმედია, რომ მათთან ერთად გადავლახავთ ამას". – ამბობს ლევან რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






