მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში 6 წლის მოზარდს ავტომობილით დედა დაეჯახა. შემთხვევა 27 აგვისტოს იმ დროს მოხდა, როდესაც დედას ავტომობილი ეზოში შეჰყავდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
იმის შესახებ, მართავდა თუ არა მანქანას გარდაცვლილი ბავშვის დედა, ადგილობრივებმა დანამდვილებით არ იციან. მერის წარმომადგენლის ედემ კეკუტიას ცნობით, სოფელში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით საჭესთან დედა არ იჯდა.
„დანამდვილებით არაფერი ვიცი, ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ ოჯახის წევრებს აქვთ, თვითმხილველები მხოლოდ ისინი არიან. იმასაც ამბობენ, რომ დედა არ იჯდა საჭესთან“, - ამბობს ედემ კეკუტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
წყარო: radioatinati.ge
მასალის გამოყენების პირობები






