"შატილის ავარიაში გადარჩენილმა ხატიამ დღეს თვალები აახამხამა და მარცხენა ხელის თითები აამოძრავაო“- მარი ჯაფარიძე
საზოგადოება - 18:53, 28 Aug, 2020     12812

ჟურნალისტი და ბლოგერი მარი ჯაფარიძე, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ამბავს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ღვთისმშობელი ყველას დედა და მფარველია.

ჟურნალისტის პოსტში ასევე ნათქვამია, რომ შატილში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თვალები აახამხამა და ხელი გაანძრია. ეს ახალგაზრდა გოგონა, ხატია დევსურაშვილია, რომლის დაც მედეა დევსურაშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა.

„მარიამობაზე ერთი ამბავი მახსენდება ხოლმე, რომელიც ჩემს ბავშობაში მაქვს მოსმენილი.

მე ალბათ 11-12 წლის ვიქნებოდი, როცა ახალგაზრდა მამაკაცზე (ის მაშინ 30 წლისა იქნებოდა) თქვეს, რომ თურმე ძალიან ცუდად ყოფილა, კვდებოდაო, როცა ბავშვი იყო. მიზეზს ვერ ადგენდნენ. თითქოს არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ ლოგინად იყო ჩავარდნილი, დღითიდღე ილეოდა, სიკვდილს ჰყავდა ჩაბღუჯული და არ უშვებდა…

ასე ყოფილა თვეების განმავლობაში.

მარიამობა დღეს მათ ჭიშკარს შავებში ჩაცმული ქალი მისდგომია და მოწყალება უთხოვია.დედას შინ შეუყვანია, მარიამობისთვის საგანგებოდ გაშლილ სუფრასთან მიუწვევია, დაუპურებია და ფულიც გამოუტანია. იმავე ოთახში მდგარ საწოლში იწვა თურმე ეს ბავშვი.

ქალს კითხვაც არ დაუსვამს, არ დაინტერესებულა, რა სჭირდა. დედისთვის უთქვამს, ქათამი დაკალი და დაკლული მომიტანეო. შეუსრულებია დედას. ბუმბულიც არ გაუცლია თურმე, ისე გაუჭრია ახლად დაკლული ქათამი და გული ამოუცლია. სისხლმდინარე გულისთვის გამძლე ძაფი მოუბამს, ბიჭისთვის პირში ჩაუტენია თბილთბილი გული და აიძულა, რომ გადაეყლაპაო.

ცოტა ხანს დაუცდია და ძაფი ნელა ამოუწევია. ქათმის გულზე უზარმაზარი წურბელა ყოფილა მიმჯდარი.ამის შემდეგ ქალი წასულა და დედას თუ დავუჯერებთ, კარს მიღმა აორთქლდა თურმე, ვერ მოკრეს თვალი, საით წავიდა. ფული კი მაგიდაზე იყო ხელუხლებელიო.

დილით იმ ოთახში, კედელზე, ბავშვის თავთან ღვთისმშობელი გამოსახულა.

იმ დღიდან მოკეთება დაუწყია ბავშვს და გამოჯანმრთელდაო. წურბელა წყალს ჩააყოლა ეტყობა, მიეკრო სადღაც და სისხლს სწოვდა, ამიტომაც დაუძლურდაო.

მოკლედ, არ ვიცი, ეს ამბავი მართალია თუ ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ მაშინ დავიჯერე და იმის მერე მჯერა, რომ ღვთისმშობელს სასწაულების მოხდენა შეუძლია და ის ყველას დედაა.

დღეს კიდევ ერთხელ დავიჯერე, რადგან შატილის ავარიაში გადარჩენილმა, კომაში მყოფმა ხატიამ (რომლის დაც გარდაიცვალა და გუშინ დაკრძალეს), დღეს თვალები აახამხამა და მარცხენა ხელის თითები აამოძრავაო…სასწაულია, მაშ რა არის…გაჭრა დედის და თქვენმა ლოცვამ…ხატია გადარჩება…ხატიას დედას გადაურჩება და ღვთისმშობელი დაეხმარება“, – წერს მარი ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42