"ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ...“ - იაკობ ბრეგვაძის დედის წერილი
საზოგადოება - 18:10, 28 Aug, 2020     2157

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, იაკობ ბრეგვაძის დედა "კურიერს" წერილს უგზავნის, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისი შვილის ბულინგი მიმდინარეობს:

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული. დედა ღვთისა ფარავდეს თითოეულ ოჯახს.

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გიორგის ოჯახს. ჯალათების ხელით მოკლული უდანაშაულო ადამიანის სული სასუფეველში განისვენებს და იქიდან ლოცულობს თქვენთვის.

ახლა კი, რაც შეგვეხება ჩვენ, აქ დარჩენილებს, რომლებიც წავალთ ეკლესიაში, დავანთებთ სანთელს, შევევედრებით ღმერთს და ისევ გავაგრძელებთ ჭორაობას, განკითხვას, ცილისწამებას, მტრობას..

ამ ბოლო დროს, ბევრ დროს ვუთმობ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარებს ჩემ შვილთან დაკავშირებით, ვათვალიერებ ხატებით აჭრელებულ ფბ.გვერდებს, ვისი ავტორებიც ისეთი სიძულვილით და ზიზღით იხსენიებენ ჩემ შვილს, თითქოს საქმე სერიულ მკვლელს ეხებოდეს. ლანძღავენ, აგინებენ, მუქარაზე და ცილისწამებაზე აღარაფერს ვამბობ. თითქოს იქ იყვნენ იმ ავბედით ღამეს და იციან სიმართლე.

არადა, ბევრი მართლაც იყო. 150 მანქანას გაუვლია მაგ დროს ხიდზე, გაუარეს გვერდზე და გააგრძელეს გზა. არადა, რომელიმეს რომ გაეჩერებინა, იქნებ გიორგი გადარჩენილიყო, მაგრამ ერჩივნათ გზა გაეგრძელებინათ და მერე კომენტარები დაეწერათ, სხვის ომში ყველა ბრძენია.

რა უნდა ექნა 19 წლის ბიჭს, რომელსაც იმ წუთებში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი უმუშავებდა?! ერთი რაც მოახერხა, გაიქცა და დარეკა პატრულში, თუმცა ესეც ეჭვის ქვეშ დააყენეს, არადა არსებობს ამონაწერი, შეგიძლიათ თავად იხილოთ.

რაც შეეხება ცრუ ჩვენებებს, რაზედაც ახლა ადვოკატები ალაპარაკდნენ, დაფიქრდით აბა, იმ წუთებში ნუთუ რომელიმე დააკვირდებოდა საათის ისრებს? ან სტრესის დროს რომ დროის აღქმა იკარგება, არ გსმენიათ მაინც? 19 წლის ბიჭს საიდან უნდა სცოდნოდა პატრულის მოვალეობა? შუაღამეს რომ ადამიანი რეკავს პატრულში, ესე იგი რაღაცა ხდება და მაგისი რა ბრალია, რომ თბილისამდე გაიყვანეს მხოლოდ? ვერავინ რომ დაინახა ხიდზე, ეგონა, ყველამ უშველა თავს და აღარაფერი ხდებაო და თბილისამდე მაინც გამიყვანეთო სთხოვა. აბა რა უნდა ექნა? არადა, იმ წუთებში რომ დაეთვალიერებინათ იქაურობა,შესაძლოა,გიორგი ცოცხალი ყოფილიყო.

ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ერთი რამ დაგვრჩენია, ვინც ჯერ კიდევ აქ ვართ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევწყვიტოთ ზიზღი, ბოღმა, ცილისწამება იქნებ შეწყდეს ეს საშინელებებიც, რაც ამ ზაფხულს ხდებოდა საქართველოში და დაგვიბრუნდეს მადლი და წყალობა უფლისა. გვიყვარდეს ერთმანეთი,"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42