"დიდად დავმწუხრდით, როდესაც მედიის საშუალებით შევიტყვეთ მომხდარი საბედისწერო უბედური შემთხვევის შესახებ" - მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წერილი ილია მეორეს
საზოგადოება - 21:37, 27 Aug, 2020     2319

მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას სამძიმრის წერილი მისწერა.


წერილს უცვლელად გთავაზობთ.


"უნეტარესო და უწმინდესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად პატივცემულ უნეტარესობას, ბატონო ილია, უფლისმიერ ძმური სიყვარულით მოვუდრეკთ ქედს და მოვახსენებთ:

დიდად დავმწუხრდით, როდესაც მედიის საშუალებით შევიტყვეთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი საბედისწერო უბედური შემთხვევის შესახებ, რომელსაც ჩვიდმეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, სხვანი კი დაშავდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ლოცვითა მოვაპყრობთ სულიერთა თვალთა ჩვენთა თქვენდამი, პატივცემულისა და ფრიად საყვარელისა და სიბრძნით აღვსილისა მიმართ, უნეტარესო, და სრულიად მორწმუნე კრებულისა მიმართ საქართველოს მოძმე ეკლესიისა, ღრმა თანაგრძნობას გიცხადებთ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩემი მდაბლისა სახელით და ვევედრებით უფალს, უსამართლო სიკვდილით აღსრულებულ ჩვენთა უმანკოთა მოყვასთა სულებს განუსვენოს, მათი ოჯახის წევრების გულებს ნუგეშის სალბუნი მოუფონოს და ზეგარდამო ნუგეში მიჰმადლოს სრულიად საქართველოს მწუხარე, მამაც და ტანჯულ ერს, სიყვარულისა და ერთსულოვნების მტკიცე და შეურყეველი ჯაჭვით რომ შეკავშირებია კონსტანტინეპოლის წმინდა ეკლესიას.

მიმგებელნი, თქვენო უწმინდესობავ, ძმური ამბორისა, ვრჩებით უფლისა მიერ ფრიად მოყვარულნი და პატივისმცემელნი თქვენნი.

თქვენი ღირსებისა და უნეტარესობის ქრისტესმიერ საყვარელი ძმა ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი" - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42