“ბავშვმა მითხრა დედა ხომ უგზავნი მამას ფულსო, მამამისი იქვე იყო და მესმოდა როგორ ეჩურჩულებოდა” – 11 წლის ბავშვის დედის უმძიმესი ინტერვიუ
საზოგადოება - 12:29, 26 Aug, 2020     1560

ტრაგედია თერჯოლაში - 11 წლის ბავშვის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს.

იგი ამბობს, რომ ის მთელი დღის განმავლობაში დახმარებას სთხოვდა. მიზეზი ნასვამი მამის მხრიდან აგრესია იყო. ბოლო საუბრის დროს კი შვილმა ჰკითხა, უგზავნიდა თუ არა მამას ფულს. დედამ კარგად გაიგო, რომ ამ კითხვას შვილს მამა ასმევინებდა და ისიც გაიგო, როგორ დაემუქრა უარის შემთხვევაში მეუღლე – თუ ფულს არ გაგზავნიდა, შვილს ვეღარასდროს ნახავდა. სწორედ ამიტომ, დედას გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ემიგრაციაში მყოფ დას მეზობელი დაუკავშირდა და სთხოვა პოლიციისთვის შეეტყობინებინა, რომ მისი ოჯახიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. ის იძულებული გახდა, დახმარება საქართველოში მყოფი ახლობლებისთვის ეთხოვა, საბოლოოდ კი პოლიცია ნათესავებმა მხოლოდ საბერძნეთიდან დარეკვის შემდეგ გამოიძახეს, თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო.

თვითმკვლელობის სცენა ბავშვის მამამ დადგა – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ბებია, რომელსაც გამოძიების ვერსიის არ სჯერა. 49 წლის მამაკაცის აგრესიულ ქმედებებზე საუბრობენ მეზობლებიც.

თერჯოლის რაიონულ განყოფილებაში ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განმეორებითი დაკითხვები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხდარი ტრაგედიით მედია დაინტერესდა. 49 წლის მამაკაცს კი, რომელიც პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა, ბრალი ამ დრომდე ოფიციალურად არ წარდგენია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42