ტრაგედია შატილში - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, შატილში მომხდარი ავტოკატასტროფისას დაშავებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისი ინფორმაციით, ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. ლევან რატიანი იმედოვნებს, რომ სამივბე ათგანი გამოჯანმრთელებას დაიწყებს.
მისივე თქმით, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
"გუშინ შემოიყვანეს სამი პაციენტი. სამივეს გადაუდებელი კვლევები ჩაუტარდა. სამივე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ქალბატონების მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები ვიმედოვნებთ, სამივე ქალბატონი უახლოეს პერიოდში დაიწყებენ გამოჯანმრთელება. მათი საშუალო ასაკი 25 წელია. ყველაფერი კეთდება, რომ ახალგაზრდების სიცოცხლე შენარჩუნდეს" - განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






