დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ უნდა უარვყოთ და დავივიწყოთ უღმერთობის დროინდელი ცრურწმენები.
მისი განმარტებით, ცრურწმენაა, რომ მიცვალებულის დროს არ შეიძლება, ოჯახში ან ნათესაობაში ვინმე იყოს მოუნათლავი და საჩქაროდ მოინათლოს ყველა. არ შეიძლება, გლოვა დავუკავშირდეს ნათლობას.
"ნუ ნათლავთ მიცვალებულის დროს ბავშვებს.
უნდა უარვყოთ და დავივიწყოთ უღმერთობის დროინდელი ცრურწმენები. სუფთა ცრურწმენაა, რომ მიცვალებულის დროს არ შეიძლება, ოჯახში ან ნათესაობაში ვინმე იყოს მოუნათლავი და საჩქაროდ მოინათლოს ყველა. არ შეიძლება, გლოვა დავუკავშიროთ ნათლობას. ამ ორს არაფერი აქვს ერთმანეთთან საერთო. ნუ გეშინიათ, მოუნათლავს ვერაფერს დაუშავებს მიცვალებული. ნუ ნათლავთ ბავშვებს თუ ზრდასრულებს ნაჩქარევად, რწმენის გარეშე, სრულიად მოუმზადებლად და გაუაზრებლად მიცვალებულზე გლოვის დღეებში. ნათლობა სულიერი შობა და დიდი სიხარულია და რა უნდა უთხრათ შემდეგ ადამიანს, ვტიროდით და ვგლოვობდით და შენი ნათლობის სიხარულისთვის არ გვეცალაო?!
ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით მიცვალებულის დაკრძალვას და ნათლობას სრულიად არაფერი აქვს ერთმანეთთან საერთო" - აცხადებს სასულიერო პირი.
მასალის გამოყენების პირობები






