ინფექციურმა კორონავირუსითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა
საზოგადოება - 18:47, 20 Aug, 2020     1650

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკამ კორონავირუსითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას შეაჩერა.

თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობას ასახელებს.

ცერცვაძის თქმით, აივ/შიდსით ინფიცირებული ამბულატორიული პაციენტების მიღება, რადგან მისივე განმარტებით, ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა დიდი რყევებს გამოიწვევდა.

"დიახ, ვადასტურებთ, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა Covid-19-ით პაციენტებისა და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს". – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ექიმი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პოზიციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მას და მისი პასუხები სინამდვილეს არ შეესაბამება.

ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პირობების შესახებ ინფორმირებულია და სახელმწიფომ უკვე გამოყო კლინიკისთვის 40 მილიონი ლარის ღირებულების ახალი შენობას, რომელიც გარემონტებაც მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში იგეგმება. თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი შესაძლოა ერთ წელზე დიდხანს გაიწელოს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა ვერ შეძლებს პაციენტების ადეკვატურად მომსახურებას.

ინფექციონისტი ამბობს იმასაც რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო სასამართლოში უჩივლა.

"ანუ სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით". – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკის სამინისტროებიდან ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდების განკარგვაზე შეფერხება არ ჰქონია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ინფექციონისტი "მკრეხელობას" უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ეკატერინე ტიკარაძე სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილებამდე პროგრამის დატოვების გამო კანონით გათვალისწინებულ 10%-იან ჯარიმაზე საუბრობს.

"მკრეხელობაა ჩვენი აქეთ დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში". – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42