"მუხლებზე მდგომი იძახდნენ "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა", პირველად ცხოვრებაში რეანიმაციის კართან მდგომმა ვთქვი..." - რა შეემთხვა თათია შარანგიას შვილს
საზოგადოება - 17:09, 20 Aug, 2020     4634

ტელეწამყვანი და პიანისტი თათია შარანგია ამბობს, რომ მისი უმცროსი ვაჟი აუზში ჩავარდა და უბედურ შემთხვევას გადაურჩა.

შარანგია, მომხდარსშესახებ სოციალურ ქსელშ პოსტს აქვეყნებს და ჰოლიდეინის” თანამშრომელს შვილის გადარჩენისთვის მადლობას უხდის.

"ვეცდები სიტყვებს თავი მოვუყარო.. რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა. ღმერთს მადლობა! ანდრუშა მეორედ დაიბადა ჩემს თვალწინ, მამამისის დაბადების დღეზე. წინა ღამეს ამბობდა, ეს ჩემი დაბადების დღეა-მამიკომ მაჩუქაო. სიმართლეს ამბობდა თურმე.

ანდრუშა აუზში ჩავარდა, კამერის გარეშე. წყლიდან მე ამოვიყვანე, წყალნაყლაპი... დეტალებს ვერ მოვყვები... რაც შევძელი შემზარავი კივილი და არაადექვატური რეაქციები იყო. ამ ყველაფერს ხედავდნენ ედუ და სანი. ვერ გადმოვცემ მათ ცრემლებს და უდიდეს, წარმოუდგენელ ემოციებს. მუხლებზე მდგომი იძახდნენ "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა"... უდიდესი მადლობა ჰოლიდეინის თანამშრომელს - ლუკა მურვანიძეს, Luka Murvanidze რომელმაც თავისი სწრაფი, პროფესიონალური რეაქციით თვალწინ მაჩუქა შვილი. არვიცი საიდან გაჩნდა წამებში იქ, უშიშარი, გამბედავი... ის, რომ არა, მე ვხედავდი რა მემართებოდა. რომ შეგვეძლოს დაუნანებლად ვაჩუქებდით სიცოცხლის წლებს. მეც და სანდროც.

დიდი მადლობა იაშვილის კლინიკას, განსაკუთრებული მადლობა გიორგი გორგიჯანიძეს, ვალერი კვარაცხელიას... Valeri Kvaratskhelia მადლობა ზე-პროფესიონალ ექიმებს. რომლებიც საკუთარი შვილივით ექცევიან ანდრუშას. მადლობა ქალბატონ მარინას, მაკას,ელენეს, ნანას. არაჩვეულებრივ ექთნებს - ლიზის, ქეთის, ანას...

მადლობა ყველას ვინც ილოცეთ ჩემი შვილისთვის... მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც 3 წუთში გაჩნდნენ ჰოლიდეინში... დედაჩემის თვალებში ვკითხულობდი იმედს. მადლობა ჩემს გარემოცვას, მთელ არმიას რომელიც იაშვილის ეზოში იდგა და ჩვენთან ერთად ნერვიულობდა. ჩვენს შვილს ორი დაბადების დღე აქვს. ჩემს თვალწინ, ჩემს თვალწინ ის მეორედ დაიბადა. ალბათ ამ შემზარავ წუთებს ვერასდროს გავიხსენებ ცრემლების ზღვის გარეშე. მაგრამ მადლობელი და უბედნიერესი ვარ რომ ის ჩემს გვერდით არის და რაც მთავარია ჯანმრთელი... სიკეთე არ იკარგება და პირველად ცხოვრებაში რეანიმაციის კართან მდგომმა ვთქვი, რომ რაც კი სიკეთე გაუკეთებია სანდროს, მამაჩემს, ზოგადად ჩემს ოჯახს, ბუმერანგივით დამიბრუნდა შვილის მეორედ დაბადებით...

არაფერია ჯანმრთელობის ფასი.. ერთმა უყურადღებო წუთმა შეიძლება ტრაგედიად აქციოს ჩვენი დარჩენილი ცხოვრება. გავუფრთხილდეთ შვილებს, ყველა წუთი ვაჩუქოთ მათ. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ამ ყველაფერმა ძალიან დაგვაფიქრა ცხოვრებაზე და ბევრ რამეს სხვანაირად შეგვახედა. 18 აგვისტოს მოგვილოცეთ ამიერიდან მთელ ოჯახს დაბადების დღე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა" - წერს თათია შარანგია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42