პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახი კალძე სოციალურ ქსელში პოსტს აქეყნებს.
"⦿ დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი;
⦿ შეიცვალა წყალგაყვანილობა;
⦿ მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა;
⦿ მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა;
⦿ პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით;
⦿ ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი;
⦿ განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა;
⦿ ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა;
⦿ რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს;
⦿ დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები;
⦿ დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო...
⦿ თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა;
⦿ განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი;
⦿ გამოიცვალა აუზის განათება;
⦿ განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი;
⦿ აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა;
⦿ მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი;" - წერს კახი კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






