ახალი, სკანდალური დეტალები 23 წლის პროგრამისტის საქმეში - თამარ ბაჩალიაშვილი ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული
საზოგადოება - 22:38, 16 Aug, 2020     5469

ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე და ახალი სკანდალური დეტალები - ირკვევა, რომ გოგონა ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრით იყო დაინტერესებული. "მთავარი არხის" ეთერში გადაცემა "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს, ნორვეგიის მოქალაქემ, თეონა ყურუამ დეტალურად და ქრონოლოგიურად გაიხსენა ბაჩალიაშვილთან კომუნიკაცია და აღნიშნა, რომ გოგონა საქართველოდან წასვლას გეგმავდა.

როგორც ყურუა ამბობს, ბაჩალიაშვილი მას პირველად წლის დასაწყისში, ინვარში, სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ჯერ ნორვეგიაში სწავლის პირობებით დაინტერესდა, ამის შემდეგ კი მეორე კონტაქტისას ყურუას პირდაპირ ჰკითხა - რა იყო საჭირო პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.

თეონა ყურუა ამბობს, რომ თამარს აინტერესებდა, როგორ ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ნორვეგიაში. ყურუა იხსენებს, რომ ბაჩალიაშვილმა მას მისწერა, რომ თავშესაფრის მოთხოვნისთვის "საკმაოდ კარგი მიზეზი" და შესაბამისი, დამადასტურებელი საბუთებიც ჰქონდა.

თონა ყურუა იმასაც ამბობს , რომ თამარს ისეთ ქვეყანაში უნდოდა წასვლა, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ მოუწევდა.


"ბატონო ნიკა, მე ნორვეგიაში ვცხოვრობ 20 წელია. არანაირი პრობლემა არ მაქვს საბუთებთან ყველაფერი წესრიში მაქვს. ვცხოვრობ ნორმალური, მოწესრიგებული ცხოვრებით, არ მინდა იფიქროთ, რომ რაიმე ინტერესი მქონდეს თქვენთან მიმართებაში.

თამუნა ჩემთან გამოვიდა კონტაქტზე, იანვრის თვეში, ეს იყო იანვრის შუა რიცხვები. რაღაც კომენტარს გამოვეხმაურე, კითხულობდნენ ნორვეგიასთნ დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით კომენტარში გამოვეხმაურე. თუმცა თამარმა მომწერა, პირად შეტყობინებაში და არა იმ კომენტარზე. მე მისი მესიჯი ვნახე რამდენიმე დღის შემდეგ. მე ეს გავხსენი შემთხვევით, შევედი მესიჯებში და ამომიგდო თამარის მონაწერი, სადაც ის ძალიან მოკრძალებულად მწერდა: თეო გამარჯობა, როგორ ხარ და მოკრძალებულად მკითხა თუ ვარ ნორვეგიაში. მე ვერ მვხვდი მის მოწერილს, იმიტომ, რომ ჩემი კომენტარის დაწერიდან გასული იყო რამდენიმე დღე და მივწერე, რომ საიდან იცოდა, რომ ნორვეგიაში ვიყავი. მან დამიკონკრეტა, რომ თქვენს კომენტარს გადავაწყდი და თუ არ შეწუხდებით მაქვს რამდენიმე კითხვა-ო. ვუთხარი, რომ არ არის პრობლემა და ყველანაირად ვეცდები, რომ პასუხი გაგცეთ-მეთქი. აქედან დაიწყო ჩვენი დიალოგი. პირველ რიგში რაც მკითხა ეს იყო სწავლასთან დაკავშირებით, მან მითხრა, რომ სურდა მაგისტრატურაზე გაგრძელება და როგორი სიტუაცია იყო, როგორ ხდებოდა ზოგადად საბუთების შედანა და მე ვუთხარი, რომ ამ საკითხთან არ ვფლობდი ინფორმაციას, თუმცა შემეძლო რომ ეს ყველაფერი გამეგო. ამის შემდეგ მან ბოდიში მითხრა შეწუხებისთვის და დავემშვიდობე.
რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მესენჯერით მომესალმა და მკითხა რაიმე ხომ არ გავარკვიე, მე მას მოვუბოდიშე, იმიტომ რომ ვერ მოვახერხე ამ ინფორმაციის მოძიება მისთვის. რა თქმა უნდა შეგნებული გოგო ჩანდა და მადლობა გადამიხადა და ბოდიში მითხრა . მე ვუთხარი, რომ მოვიძიებდი საკითხზე ინფორმაციას , ლინკს და ჩავუგდებდი. ამ საუბრის შემდეგ მან მოაყოლა ასეთი კითხვა: თამარმა ახსენა პოლიტიკური თავშესაფარი, მაშინ თეო თუ იცი რამე როგორ ხდება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა ნორვეგიაშიო და აქქედან დაიწყო ჩვენი დიალოგი ამ თემაზე.
თამარი დაინტერესებული იყო ქვეყნის ლოკაციის შეცვლით , მიზეზს ასახელებდა პოლიტიკურ თავშესაფარს. თუმცა ამ პოლიტიკურ თავშესაფარზე არ ვიცი რას გულისხმობდა, რადგან მას შინაარზე არ უსაუბრია. მან დამიდასტურა, რომ მას ქონდა საფუძველი და მიზეზი და ფლობდა ბევრ მიზეზს, რომ საქართველო დაეტოვებინა.მე მას ავუხსენი, რომ სიტუაცია ნორვეგიაში ძალიან რთულია ამ მხრივ.ამის შემდეგ მან მითხრა, რომ მე მაქვს საკმაოდ კარგი მიზეზი და დამადასტურებელი საბუთები, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვოო. მას მიზეზი არ დაუკონკრეტებია. თუმცა თქვა, რომ უნდოდოა წასულიყო ისეთ ქვეყანაში სადც უკან არ დააბრუნებდნენ. მან ითხრა, რომ უკან საქართველოში დაბრუნებას იგი ვერ შეძლებდა. იმასაც გეტყვი, რომ მე ვკითხე იგი თუ იყო გათხოვილი, იმიტომ რომ ამას მნიშვნელობა აქვს. მე მან მიპასუხა რომ არც შეყვარებული და არც მეუღლე არ ჰყავდა. ამის შემდეგ მე იგი აღარ შემომხმიანებია.
მე პირადი საქმისთვის საბერძნეთში მომიწია წასვლა. მე იგი შემეხმიანა მარტის დასაწყისში. მე მომწერა ტეო აქ ხარ? მე ვერ მოვახერხე პასუხის გაცემა. როდესაც ფეისბუქში, მესენჯერში შევედი უცებ გამომაგდო, შემდეგ მომივიდა მესიჯი, რომ დაბლოკილი არის. ამის შემდეგ მე თამართან არ მქონია არანაირი კონტაქტი. მე პრობლემა ფეისბუქზე არანაირი პრობლემა არ მქონია. თამარი დაკარგული რომ იყო არ მომისმენია. რომ იპოვეს მთავარი არხის სიუჟეტი ამოაგდო, აქედან ვიცანი თამარი. მე მაშინ დავფიქრდი მის მონაწერებზე და ჩემი ფეიბუკის დაბლოკვაზე... როცა შევდიოთი ფეიბუქზე ისევ გამომაგდო...შემდეგ ჯერზე როცა შევედი ფეისბუქზე, მეუბნება ფეისბუქი, რომ "ფიშინგის" მსხვერპლი ვარ, მეუბნებოდა, რომ ერთ-ერთ საიტზე დააკოპირეს თქვენი კოდი." - განაცხადა მან ნიკა გარამიასთან სატელეფონო საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42