შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის (ზ.ხ-ს) მამას თამაზ ხომასურიძე სურს, მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხოს.
არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ ამის ხარჯებს თავად დააფინანსებს.
ხომასურიძე ითხოვს სიცრუის დეტექტორზე გამოკითხოს საქმის ფიგურანტი, შაქარაშვილის მეგობარი გურამ ამირხანაშვილი, რომლის ჩვენების საფუძველზეც მოხდა ბრალის დამძიმება.
„მანამ ასე ჭირდებოდათ, ჩემს შვილს რომ აბრალებდნენ, მკვლელი, სისხლისმსმელი და მანიაკი, მაშინ ჭირდებოდათ, ხალხს გაეგო ყველაფერი, ახლა, არაფერი მტკიცებულებები რომ აღარ აქვთ, ხალხს უნდათ დაუმალონ საქმე. მოვითხოვ, მე თვითონ ავანაზღაურებ, ჩემს შვილს გავატარებ სიცრუის დეტექტორზე, მეც რომ დავრწმუნდე, რომ მართალია ჩემი შვილი, ერთი ტყუილიც თუ გაეპარა, უმნიშვნელო ტყუილი, ხმას აღარ ამოვიღებ, სამუდამო მიუსაჯონ“, – ამბობს თამაზ ხომასურიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა.
მასალის გამოყენების პირობები






