"ვევდრებოდი ღმერთს და იმანაც, უცებ, სამი გმირი, სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა" - შეკვეთილში მაშველებმა ორი მცირეწლოვანი დახრჩობას გადაარჩინეს
საზოგადოება - 16:01, 13 Aug, 2020     3613

გუშინ, 12 აგვისტოს, შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ორი მცირეწლოვანი და, ტალღებმა გაიტაცა. ნაპირთან მდგარი დეიდა, მათ საშველად წყალში შევარდა, თუმცა…

„ცურვა ვიცი, თუმცა, უცებ წამერთვა ძალ-ღონე და ჩავიკეცე… საშინელი შეგრძნებაა უძლურების განცდა, როცა მთელი შენი არსებით იბრძვი, წამიც კი არ გჭირდება, ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ ყველაფერი ამაოა, არარაობა ხარ აღრენილი ზღვის წინაშე… ითრევს, გართმევს ტალღები მათ. ისღა შევძელი, მთელი ხმით მეკივლა.

ვევდრებოდი ღმერთს და იმანაც, უცებ, სამი გმირი, სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად“ – ამბობს ოზურგეთელი ქალბატონი, ია ჭარხალაშვილი და უსაზღვრო ემოციით სავსე, ჯერ კიდევ რომ ვერ დამშვიდებულა, ორი სიცოცხლის გადამრჩენ მაშველ ბიჭებს ეძებს, უსაზღვრო მადლიერების სათქმელად, რომელთა გვარ-სახელი, ერთის გარდა, ჯერ კიდევ არ იცის.

– არ ვიცი, როგორ და რამდენგზის მოვუხადო ჩემს მხსნელებს მადლობა, – ამბობს ჭარხალაშვილი.

„გურია ნიუსიშეკვეთილის ზონაში განთავსებული მაშველების ხელმძღვანელს, გიორგი გოგეშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა მომხდარის შესახებ:

– კი, ურთულესი სიტუაცია იყო. მე თავად გამოვიყვანე, გოგონები ბანაობდნენ, მოქცევა იყო და ტალღებმა გაიტაცა ორივე. ყვირილზე, სასწრაფოდ გადაეშვნენ მაშველები ზაზა ჩხიკვაძე და შოთა ვერულაშვილი, ასევე რიგითი დამსვენებელი თორნიკე მაჭარაშვილი და ერთი რუსი ეროვნების ახალგაზრდა, რომელზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ბათუმელია.

ტალღებს სწრაფად მიჰყავდა ყველა სიღრმეში. მე სკუტერი სასწრაფოდ მივმართე მათკენ. ეს ხდებოდა, ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზე. ისეთი ვითარება იყო, მოქცევა – ყველა წყალს ყლაპავდა. ბიჭებს მაშველი რგოლები დავუტოვე. გოგონები კი, სასწრაფოდ გამოვიყვანე ნაპირზე.

ერთ-ერთი ბავშვი, უფრო ცუდად იყო. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, მერე კი ბიჭებთან მივბრუნდი სკუტერით და ნაპირზე გამოვიყვანე ორთავე. მადლობა უფალს, რომ დღეს ყველა კარგად ვართ და მზიანი, სიცოცხლით სავსე დილა გაგვითენდა შეკვეთილის სანაპიროზე…

ფოტო? არ ვიცი, ბევრი დამსვენებელი იღებდა ამ ორომტრიალს. მთავარია, ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ და ორი სიცოცხლე ვიხსენით, – ამბობს გოგეშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42