გიორგი შაქარაშვილის ბიძამ გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა, რომ შაქარაშვილი ბრალდებულებმა თან ცემეს და თან წყალში ჩაახრჩეს.
ნიკოლაძის თქმით, ცხედარი წყალში რომ არ ყოფილიყო 48 საათზე მეტი, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.
"საქმეში მსგავსი არაფერი ფიგურირებს, რასაც ვიტყვი, მაგრამ ეს არის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია - თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში და მერე გაატანეს წყალს. როდესაც ცემ ადამიანს და ხარ გამხეცებული და არაადამიანურ ჭკუაზე, არაა გამორიცხული... რადგან აგრესიის ნიადაგზე მათ თავებში მკვლელობის განზრახვა წარმოიქმნა, რა ფორმით დასრულდებოდა ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი პოტენციური მკვლელები იყვნენ, კონკრეტული მომენტი შეიქმნა და ეს პოტენცია გამოამჟღავნეს.
ექსპერტიზაში წერია, რომ ბავშვი წყალში დამხვრჩვალია მიყენებული დაზიანებებიდან ძალიან მოკლე ხანში. ის ვერსია, რომ ვიღაც მარშრუტკით დაატარებდა კომაში მყოფ ბავშვს და მერე მიიყვანა და წყალში ჩაახრჩო, ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს. ბავშვი რომ არ ყოფილიყო წყლის ტემპერატურაზე 48 საათზე მეტი, სხეული იქნებოდა ბევრად მძიმე მდგომარეობაში", - განაცხადა ნიკოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






