"დეა კაპანაძის სექსუალობის საკითხი ბაჩალიაშვილის საქმისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს" - ნიკა გვარამია ბაჩანა ლობჟანიძის სკანდალურ ინტერვიუზე
საზოგადოება - 12:15, 10 Aug, 2020     13326
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბაჩანა ლობჟანიძესთან გუშინდელ ეთერსა და მის შესახებ საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკას ეხმაურება.

"გულისამრევი ფსევდოინტელექტუალების და სამ ტრენინგ და ოთხ ბროშურა წაკითხული უპროფესიო ხალხის საქართველო. თავისი ჭეშმარიტი "ზემოდან ყურების სიბრალულით", რომელსაც ხან ტოლერანტობას ეძახის, ხან ეთიკას, ხან ორივეს ერთად.

ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება. ურთულესი, მოქნილი და ჭკვიანი რესპოდენტია და თქვენი შესაცოდი და დასაცავი (როგორც საწყალ ბიჭს) ნამდვილად არაფერი სჭირს.

მის სექსუალობას რაც შეეხება, მისივე სურვილით ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აი ასე, პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა.

ასევე, სრულად მისი დამოკიდებულება და გახმაურების ინტერესია დეა კაპანაძის სექსუალობის საკითხი (რაც, სხვათა შორის, ბაჩალიაშვილის საქმისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საქმის გარემოება. და ბოდიში, გამოძიებისას, მოტივის დასადგენად, ჰეტეროსექსუალს თუ ეკითხებიან, გარდაცვლილთან სექსი ქონდა თუ არა, ჰომოსექსუალობა შავ ჭირად მიგაჩნიათ, რომ იგივე კითხვისგან თავი უნდა შეიკავონ? აი ჭეშმარიტი ჰომოფობია, თუ გინდა, ეგაა - ნასწავლი ტოლერანტობა. აბა მე საერთოდ არ მინახავს ეს სუბიექტი, არც ვიცნობ და არც მისი სექსუალობით დავინტერესებულვარ. აი, ბევრი სხვა შეკითხვა კი მაქვს მასთან და მგონია, გადამწყვეტია მისი ცოდნა ამ საქმეში.

მორჩით კოლექტიურად ვითომ კეთილი ზრახვებით ადამიანების გიჟებად, ჭკუასუსტებად, საწყლებად და მსგავსებად გამოცხადებას და მათთვის დამამცირებელი ფორმებით მათ ვითომ დაცვას. არავის არ სჭირდებით. ისევ სემინარებზე, ტრენინგებზე და ქოუჩინგებზე იარეთ და "ჭკვიანური" კითხვები დასვით საკუთარი ეგოს საფხანად. საკუთარის, თორე არც იქ გონიხართ ვინმეს ჭკვიანი" -წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42