ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთვება. ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნაზე განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა. გომელაურის უწყება ამ მიზნით დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს შეხვდება.
ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას 23 წლის პროგრამისტის საქმის გამოძიებაში, ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. გუშინ მათ ამ მოთხოვნით აქცია ამერიკის საელჩოსთან გამართეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმეში კითხვებს პასუხს სწორედ FBI -ი გასცემს.
"მთავარი კითხვა მექნება, რატომ წაიშალა კომპიუტერი, ვინ არის სამი პიროვნება, უკან რომ დგას, რატომ გაქრნენ მოწმეები, ბევრი შეკითხვებია, - ამბობს გოგონას მამ ა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა არ იქნება ფორმალური და მხოლოდ ფუჭ დაპირებებს არ მიიღებენ.
"იმედია, კონკრეტულად დაითქმება დრო ყველა იმ პროცედურისთვის, რასაც ოფიციალურად გაგზავნა ჰქვია მოწვევის და გვეცოდინება ზუსტი დრო, როდის იქნება მოთხოვნა გაგზავნილი და როდის ჩამოვლენ ექსპერტები", - თქვა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






