რას მოიცავს კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ექსტრა
კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის ნაკრები ექტრა ჯანმრთელობის დაცვის სადაზღვევო სერვისია, როელიც 7 დაავადებას აერთიანებს. ნაკრების შეძენით თქვენ დაზღვეული იქნებით შემდეგი დაავადებისგან:
· ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც შედის მისი ყველა სტადია (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური - 0 და I სტადია)
· მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი
· ინსულტი
· კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება
· თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
· დამბლა
· სიბრმავე
სადაზღვევო ნაკრების შეძენა შეუძლია ყველას, ვისი ასაკიც 18-დან 61 წლამდეა. დაზღვევის პირობები ასევე ვრცელდება დაზღვეული პირის არასრუწლოვან შვილებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი პოლისით თქვენ აზღვევთ თქვენს 0-და 18 წლამდე ასაკის შვილებსაც და ამისათვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევთ. გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევის შეძენამდე არ უნდა გქონდეთ დასმული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან სიმსივნის დიაგნოზი.
ანაზღაურების პირობები და ლიმიტები
ექსტრა ნაკრების შეძენისას თქვენ თავისუფალი ხართ ლიმიტის არჩევაში, ყოველთვიური გადასახდელი თანხაც ამის მიხედვით განისაზღვრება. თიბისი დაზღვევა გთავაზობთ ანაზღაურების სამი სახის ლიმიტს - 25 000 ლარი/10 000 დოლარი, 75 000 ლარი/30 000 დოლარი და სტატუს კლიენტებისთვის 150 000 ლარი/60 000 დოლარი. რაც შეეხება ნაკრების ღირებულებას, ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და ასანაზღაურებელი ლიმიტის ოდენობაზე. ჯამური ღირებულების გამოთვლა შესაძლებელია ვებგვერდზე, სადაც თქვენი მონაცემების შეყვანის შემდეგ მარტივად დაითვლით გადასახდელი თანხის რაოდენობას.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაზღვეული კრიტიკული დაავადებებიდან ერთ-ერთი დაგიდგინდათ, დიაგნოზის დასმის შემდეგ მიიღებთ ლიმიტით განსაზღრულ თანხას სრულად, დამატებით კი არ მოგეთხოვებათ სამკურნალო კალკულაციის ან რაიმე სახის დამატებითი საბუთის წარდგენა. თქვენ თავისუფალი ხართ როგორც კლინიკის შერჩევაში, ასევე მკურნალობის გეგმის შემუშავებაში.
თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ თავისუფლად განკარგოთ თანხა, თუმცა გთავაზობთ ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიებაში დახმარებას. ეს სერვისი გულისხმობს პარტნიორ ორგანიზაცია MediGuide-თან თანამშრომლობას და მსოფლიოს მასშტაბით წამყვან სამედიცინო კლინიკებში დიაგნოზის გადამოწმებას. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, MediGuide დაგეხმარებათ უცხოეთში თქვენს მიერ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის ორგანიზებაში.
ექსტრა ნაკრების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე. მის შესაძენად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულია მოცდის პერიოდი, რომელიც 90 დღეს შეადგენს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი თქვენი ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება 7 ყველაზე გავრცელებული კრიტიკული დაავადებისგან.
მასალის გამოყენების პირობები






