თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გამართავს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.
როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, აქციაზე მთავარი მოთხოვნა საქმეში FBI-ის ჩართვა იქნება. მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღონ, რათა, მისი თქმით, მსოფლიომ მისი შვილის საქმის შესახებ გაიგოს.
"ხვალ 12:00 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას ამერიკის საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ - დადგა ის მომენტი როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს. მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ - ვითხოვ, რომ FBI იყოს ჩართული. თუ ეს ჩართულობა არ ენდომებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ მალავენ რაღაცას", - ამბობს თამაზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






