თსუ ილია ჭავჭავაძის მედლით დაჯილდოვდა
საზოგადოება - 21:30, 03 Aug, 2020     1259

ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, რომელიც ილიაობის დღესასწაულის ფარგლებში საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზუმში გაიმართა, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, პროფესორები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, პირველი ინსტიტუცია, რომელსაც ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ისტორიული მნიშვნელობის ჯილდო მიიღო - ილია ჭავჭავაძის მედალი. ყველაფერი, რაც საქართველოში განათლებასთან, განსაკუთრებით კი უმაღლეს განათლებასთან არის დაკავშირებული, უპირველესად ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. ამდენად, ძალიან სიმბოლურია, რომ ილიაობის დღესასწაულზე ილია ჭავჭავაძის მედლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

ილია ჭავჭავაძის მედლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაჯილდოვების გადაწყვეტილება ილიას ფონდის მზრუნველთა საბჭომ და ილიას სახლ-მუზეუმის მესვეურებმა ერთობლივად მიიღეს. სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის ანდრო ბედუკაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ ჯილდოს ღირსია. „ილია ჭავჭავაძის მედლით უნდა დაჯილდოვებულიყო ის გამორჩეული ინსტიტუცია, რომელიც ილიას მემკვიდრე და მისი გზის გამგრძელებელია. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ დაგვეჯილდოვებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვინ უნდა დაჯილდოვებულიყო თუ არა ისეთი ეროვნული ინსტიტუცია, როგორიც არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,“ - აღნიშნა ანდრო ბედუკაძემ.

საგურამოში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უნივერსიტეტის, ლიტერატურის სფეროს, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოეტ ტარიელ ხარხელაურის თქმით, ეს ჯილდო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უნივერსიტეტის კედლებში სწავლობდა და სწავლობს. „მე მაქვს სიამაყის განცდა, რომ უნივერსიტეტი ამ ჯილდოს იმსახურებს,“ - აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.

ილია ჭავჭავაძის მედალი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის მიერაა შექმნილი ისეთ გამორჩეულ ინსტიტუტიციას ან პიროვნებას გადაეცემა, რომელსაც საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42