ბოლო დროს, მოწყენილი რომ იყო, ვურჩიე გადაღლილი ხარ, ფსიქოლოგთან მიდი-მეთქი.
ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მეგონა თვითონ გამოხატავდა ინიციატივას როგორც ქალი, დედა, დამიკავშირდებოდა, მომაკითხავდა და დამამშვიდებდა, თუმცა ასე არ მოიქცა. მე არც სახელი და გვარი ვიცი ამ ქალბატონის, ტელევიზიით გავიგე საერთოდ რომ იპოვეს, მისულა გადაცემაში, თუმცა მე არ მინახავს, ათას ჭორს და მართალს მეუბნებიან და რა დავიჯერო აღარ ვიცი.
თამარს სიცოცხლე უყვარდა, ამბიციური გოგონა იყო, ყველაფერი უნდოდა, რომ მოესწრო, ათას რამეს გეგმავდა. ყვავილები, ბავშვები უყვარდა, მე მაღმერთებდა, გიჟდებოდა ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, ასე ამიტომ არ გამიმეტებდა. თვითმკვლელობამდე თუ მიიყვანეს, მაშინ რას იზამდა, სხვა გამოსავალი ვერ ნახა ბავშვმა, რაღაცისგან დაგვიცვა“… – ამბობს", – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






