"სახლთან არის რიონი მომდგარი... მცირეწლოვანი ბავშვებით ვართ" – ონის ერთ–ერთ სოფელში ჩარჩენილი ქალი დახმარებას ითხოვს
საზოგადოება - 17:41, 29 Jul, 2020     2144
სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომლის ავტორიც, რაჭაში, ონის ერთ-ერთ სოფელში ჩარჩენილი ნინო ჯაფარიძეა. იგი ბავშვებთან ერთადაა იმ სოფელში, რომელიც ამ ეტაპზე მოწყვეტილია გარე სამყაროს და დახმარებას ითხოვს:

„მოგვაქციეთ ყურადღება! ბავშვებით ვართ, აქ ჩავრჩით, დენიც გაითიშა, რაიონთან დამაკავშირებელი გზაც წაღებულია, არც საცალფეხო გზაა, წაიღო ჩვენ გარშემო მდებარე სახლები, ჩემი მეზობლის სახლია ვიდეოში, ამის მერე ჩვენია, მცირეწლოვანი ბავშვებით ვართ გამოაგზავნეთ დახმარება! დენი არ არის, ტელეფონის ბატარიას ვუფრთხილდებით, რომ გარე სამყაროსთან გვქონდეს კონტაქტი, ნუ მირეკავთ, გთხოვთ! საქართველოს მთავრობა, ონის მუნიციპალიტეტის მერია თბილისის მერია, 112 საქართველო“.

მოგვიანებით მან პოსტის ქვემოთ კომენტარებში დაწერა:

„ჯერჯერობით კარგად ვართ, ზუსტად ჩვენ სახლთან არის რიონი მომდგარი, ვერ ვტოვებთ ტერიტორიას გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი საცალფეხო, სამანქანო წაღებულია, დენი არ არის, მანქანაში ვტენით ტელეფონებს, დინებამ ცოტა იკლო, დამოკიდებული ვართ ამინდზე, არ უნდა გაწვიმდეს, თორემ ნამდვილად ჩამოიშლება მიწა და ჩაგვიტანს ყველას. გადაიფრინა რამდენიმე ვერტმფრენმა, მაგრამ უშუალოდ კონტაქტს და რეაგირებას ადგილი არ ჰქონია ჯერ, ველოდებით დენის აღდგენას, რომ ღამე გავარჩიოთ მდგომარეობა, და დროულად მოხდეს გზის და ხიდის რესტავრაცია, ვერ ვპასუხობ ვერავის ბატარიის ეკონომიის გამო... ბევრმა დამირეკა უკვე და დამპირდნენ გაყვანას, ველოდებით, ჩვენ ზემოთ სოფლებში უფრო მძიმე სიტუაციაა და ჯერ იმათ აქცევენ ალბათ ყურადღებას“. - წერს ნინო ჯაფარიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42