სამშენებლო კომპანია, რომელიც მრავალსართულიან კორპუსს უკვე წლებია აშენებს, მეუფე ანტონს თანხის მითვისებაში ადანაშაულებს.
“კეკელიძე 61“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის გარდაცვალების შემდეგ ბინების გასხვისების ყველა დოკუმენტაციაზე სწორედ მღვდელმთავრის ხელმოწერაა. საუბარია 155 ოჯახზე, რომლებიც ყადაღის გამო 3 წელია ბინაში შესვლას ვერ ახერხებენ.
„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია ჩარეული, საქმეში ასევე ფულთან დაკავშირებით ჩარეულია მაღალი სასულიერო პირი, სინოდის წევრი. რამდენადაც ვიცი, საჩივარში საუბარია, მილიონ 350 ათას დოლარზე, რომელიც წაღებული აქვს ამ სასულიერო პირს. ჩვენ ერთადერთი თხოვნა გვაქვს, პრობლემებს მოვაგვარებთ, ამის პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ არ შემიძლია, მოვაგვარო ის უსამართლობები, რომელიც ხდება. არ შემიძლია მაღალჩინოსნებს დავავალო რაიმეს გამოძიება ან საჯარო რეესტრზე მქონდეს რაიმე ზეგავლენა. მოვითხოვ, რომ გამოძიება დასრულდეს. კახა კალაძესთან ერთადაც ვიყავი და ვთხოვე, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში დაგვჭირდება მისი ყურადღება. მან მითხრა, რომ როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ამას გავაკეთებთო. მოგცენ საშუალება, რომ დავარეგისტრიროთ ეს შენობა და ყველა წესიერ მყიდველს ბინა მივცეთ“ ,- აცხადებს გიორხელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






