"გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები" - მესტიაში დაკარგული ბავშვის მამის პირველი კომენტარი
საზოგადოება - 12:02, 24 Jul, 2020     4317
სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის მამა პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შვილთან გაქცევამდე "ცხოვრებისეული" კონფლიქტებიც ჰქონდა.

"იგრძნობოდა, რომ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე. აგროვებდა ფულს და იყო ისეთი დეტალები, რაც ამას მაფიქრებინებს.

ჩვენ ზამთარში ჩამოვედით და პანდემიის გამო მოგვიწია აქ დარჩენა. გარდატეხის ასაკი აქვს, არ ჰყავს აქ მეგობრები, ვერ საუბრობს ქართულად და არ ჰყოფნიდა ზრუნვა.

გვქონდა პატარა ცხოვრებისეული კონფლიქტები. წინა დღეს, სანამ გავიდოდა სახლიდან, რაღაცაზე ვიკამათეთ. უკვე ამ დროს, ვფიქრობ, გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა. 18-ში, როგორც კი სახლიდან გავიდა, მაშინვე მოვიკითხე და რომ გავიგე, სახლიდან გავიდა, მაშინვე გავყევი, თუმცა ვერ მივაგენი ვერსად",-ამბობს დავით ფილფანი "ფორმულასთან" საუბარში.

ის ვარაუდობს, რომ მოზარდი, შესაძლოა, ზღვაზეც იყოს და თბილისშიც. მისი თქმით, ის იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ველოსიპედის კვალი ნახა, თუმცა მეორე დღეს როდესაც იმ ადგილზე იმყოფებოდა მეორე კვალი გაჩნდა.

"ვიყავი ერთ ადგილზე სადაც ველოსიპედის კვალი ვნახე. ხიდზე გადასული იყო როგორც ჩანს და ტყისკენ წავიდა. ვერ ვიპოვე იქ.

მერე ჩამოვედი და სხვაგან გავაგრძელე ძებნა. როცა მეზობლებიც ჩაერთნენ, ისევ იმ ადგილზე ავედით, სადაც კვალი ვნახეთ და აქ უკვე მეორე კვალიც გაჩნდა.

როგორც ჩანს უკან გამობრუნდა. მერე უკვე პოლიცია ჩაერთო. ვფიქრობთ, რომ ყველგან შეიძლება იყოს - ზღვაზეც, აქაც, თბილისშიც. ვეძებთ და დარწმუნებული ვარ, ვიპოვით.

უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამ - პოლიცია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ მომაცდენენ ხშირად და ნუ მიძახებენ გამოკითხვაზე დღეში რამდენჯერ. ჩემთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანია და მირჩევნია ჩემი შვილის ძებნით ვიყო დაკავებული", - ამბობს ილია ფილფანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42