48 წლის აზამატ ისმაილოვს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა კაცი, მწვავე ლკეიკემიას ებრძვის.
მამაკაცი რამდენიმე თვის განავლობაში საქართველოში მკურნალობდა, დღეის მდგომარეობით კი ის აზერბაიჯანში, კლინიკა "იანშია" მოთავსებული, მკურნალობას კი დრამატულად დიდი სახსრები სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
ისმაილოვის ნათესავმა, ზაზა ანდრიაშვილმა "ნიუპოსტის" მრავალათასიან აუდიტორიას დახმარების თხოვნით მიმართა:
" ასეთი რამ შეგვემთხვა ოჯახში. ბიძაჩემს არ ყავდა 20 წელი შვილი და 20 წლის შემდეგ 2020 წლის 3 იანვარს შეეძინა ტყუპები . ამის შემდეგ სიხარულს დაემატა დიდი უბედურება ბიძაჩემს დაუდგინდა ბავშვების დაბადებიდან სამ კვირაში მწვავე ლეიკემია ,ოჯახი შოკში ვიყავით და არ გვჯეროდა რომ ასეთი რამ გადაგხვდა მაგრამ სამწუხარო რეალობა იყო. ამის შემდგომ ჩაუტარდა ციტო გენეტიკური ანალიზი და დიაგნოზი დადასტურდა . დავიწყეთ მკურნალობა ვივა მედში ქალბატონ ლალი კუპრაშვილთან. ქიმიოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ გამოწერეს ბიძაჩემი ბინაზე. ბიძაჩემი საინგილოდან არის და კლინიკიდან გამოწერის შემდეგ გაემგზავრნენ მშობლიურ მხარეში, საინგილოში რომ გაეყიდა ყველაფერი და გაეგრძელებინა მკურნალობა .სამწუხაროთ აქაც არ გაგვიმართლა და დაემთხვა კორონა ვირუსი და ჩაიკეტა საზღვრები . საინგილოში ყოფნის პერიოდში ისევ ცუდად გახდა და სისხლის საერთო ანალიზში საშინელი პასუხი იყო და იძულებული გახდა წასულიყო ბაქოში . ბაქოში 3 კურსი ჩაუტარდა მაგრამ არანაირი შედეგი და უკან გამოწერეს სახლში ,კორონა ვირუსი გამო საშინელი სიტუაცია და უარს ეუბნებიან უკან სავადმყოფოში მიღებაზე . ჯერ ბავშვები ხელშიც არაუყვანია . ამ ბავშვებს მევზრდი ჩემ მშობლებთან ერთად . სჭირდება სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვა აზერბაიჯანში არკეთდება გადანერგვა საზღვარი მხოლოდ თურქეთან აქვს გახსნილი და უნდა გადავაფრინოთ სტამბულში, იქნებ იქ უშველონ რამოდენიმე წელი მაინც რომ იცოცხლოს და ბავშვები გაზარდოს და ცოტათი მაინც დატკბეს მათი სიყვარულით. ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის გულის ტკივილი. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. დღეს მომწერენ თურქეთიდან პასუხს რა დაჯდება, სავარაუდო თანხა 50.000აშშ დოლარია"- აცხადებს მამაკაცის ნათესავი.
Tbc:
#GE66TB7500545061100084
საქართველოს ბანკი :
#GE18BG0000000346033242
(ევრო დოლარი ლარი)
მიმღები: ზაზა ანდრიაშვილი

მასალის გამოყენების პირობები






