თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალი ახალ სასწავლო წელს სიხალეებით ხვდება
საზოგადოება - 13:37, 22 Jul, 2020     1089

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის განახლებულ ფილიალს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძრვანელი ირმა გრძელიძე, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და ახალი პროგრამების ხელმძღვანელები ეწვივნენ. განახლებულ ცენტრს პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად ახალი ტექნიკური აღჭურვილობა და საოფისე ინვენტარი გადაეცა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. „პროფესიული პროგრამების მიმართ ინტერესი და ნდობა მაღალია, გარემოც შესაბამისია შექმნილი - სასწავლო აუდიტორიები გარემონტებულია, თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, შენობა განახლებულია. ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი განათლების მისაღებად. ეს ტენდენცია გაგრძელდება. ვაპირებთ პროგრამების რაოდენობის გაზრდას და სამომავლოდ, ამასთან დაკავშირებით ბევრი გეგმა გვაქვს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის კორპუსში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება. 2019-2020 წლებში ქუთაისის კორპუსს ჩაუტარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაძლებელი გახდა ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება.

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჭეიშვილის ინფორმაციით, ქუთაისის განახლებული ფილიალი ყველა იმ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს, რაც პროფესიული განათლების წინაშე დგას. „ქუთაისის სასწავლო კორპუსი მზად არის იმისთვის, რომ ხუთი მიმდინარე და დამატებით ახალი პროფესიული პროგრამები განახორციელოს. ის პროგრამები, რომლის დამატებასაც 2020 წლისთვის ვგეგმავთ, ძალიან მოთხოვნადია შრომის ბაზარზე,“ - განაცხადა კახა ჭეიშვილმა.

ამჟამად თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში ხორციელდება 5 პროფესიული პროგრამა (ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, საბაჟო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა, საოფისე საქმე, შემფასებელი). ამის გარდა 2020 წლის შემოდგომის მიღებისთვის იგეგმება კიდევ 5 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება (საბუღალტრო აღრიცხვა, საფინანსო სერვისები, ღონისძიების ორგანიზება, სკოლამდელი აღზრდა, საბიბლიოთეკო საქმე).

ბექა ძოწენიძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული-საგანმანათლებლო პროგრამის „შემფასებელი“ დამამთავრებელი საფეხურის სტუდენტია. როგორც ბექა ამბობს, პროგრამისგან მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სამომავლოდ, კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. „სამართლის საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე და ახლა ვიცავ სამაგისტროს საჯარო სამართალში, თუმცა აღნიშნული პროფესიული პროგრამა პრაქტიკულ კომპონენტებს შეიცავდა და დამაინტერესა. გარდა ცოდნისა, შევიძინე პირადი კონტაქტებიც, რითაც, სამომავლოდ, აკადემიურ საქმიანობაში ვიხელმძღვანელებ,“ - აღნიშნა ბექა ძოწენიძემ.

თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. გასულ წელს, 8 პროგრამის 194 ვაკანტურ ადგილზე 1221 კანდიდატი დარეგისტრირდა.

2020 წლის შემოდგომაზე თსუ პროფესიული განათლების ცენტრი 15 პროფესიულ პროგრამაზე 290 სტუდენტს მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42