"აწამეს და მოკლეს ბავშვი..." - 23 წლის გარდაცვლილი გოგონას მამის პირველი კომენტარი (ვიდეო)
საზოგადოება - 12:21, 22 Jul, 2020     29883

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს. გოგონას მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი სამძებრო ღონისძიებებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ პოლიცია არაეფექტურად მუშაობდა.

"აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია. დეზერტირები. მკვლელები დასვეს პოლიციაში. 5 დღეა ვეხვეწები, ხალხო, ბავშვი დავკარგე. მეუბნებიან - ვიყავი. ვითომ დადიან, გაძღებიან სადღაც და მე მეუბნებიან ვიყავითო. ერთ-ერთ სოფელში ვიყავი, სადაც თავად მითხრეს ვიყავიო, მაგრამ ადგილობრივებმა მითხრეს, რომ აქ არავინ ყოფილაო. ზუსტად აქიდან დამებადა ეჭვი"- ამბობს მამა.

მისი თქმით, უცნობია რა დაზიანებები აქვს გარდაცვლილს.

"100%-ით დარწმუნებული ვარ რომ აწამეს და მოკლეს ბავშვი. აქიდან გატყუებით გაიყვანეს. ეს მოდის სამსახურის მხრიდან პირველ რიგში. სამსახურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო. მეორე, სხვა ვარიანტიცაა - ვიღაც ბიჭმა მოიტაცა და რაღაც უქნა"- ამბობს გარდაცვლილის მამა.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან ატირებული ბრუნდებოდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42