ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველვყავი – იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულების ღამეს იხსენებს
საზოგადოება - 10:15, 19 Jul, 2020     4051

ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში 19 ივნისის საბედისწერო ღამის შესახებ ყვება.


ფოტოგრაფი დეტალურად იხსენებ რა მოხდა მაშინ, როცა ლისისკენ მიდიოდა და მის წინ მანქანა გაჩერდა.

„მანქანა რომ გაჩერდა, მეგონა, რომ „ავტოსტოპზე“ გაჩერდა, რადგან ეგრე ვიდექით. უკნიდან მორბოდა ორი ბიჭი, ვინც მერე იჩხუბა. მანქანა რომ გაჩერდა, ოთხი-ხუთი ტიპი გადმოვიდა.

ერთს რკინა ეჭირა ხელში, მეორემ ქვა აიღო. კამერა ხელში მეჭირა და ნელ-ნელა გვერდით გავიწიე. მაგ დროს არაფერს ვიღებდი და გათიშული იყო.

ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება ვუზრუნველვყვე, როცა ზევით, მეორე სართულზე ავედი, კამერა ჩანთაში ჩავდე, ვინმე რომ გამომკიდებოდა, რამე რომ არ მოსვლოდა. ღობეზე გადავხტი და გავიქეცი.

ვფიქრობდი, სად დამერეკა. იქ მხოლოდ გოგოებს ვიცნობდი. ბარბარე ურიდიას ინსტაგრამზე ვწერდი, არ მინდოდა მეთქვა რა ხდებოდა, რომ არ ენერვიულათ, არც ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა.

ჯერ 111-ში დავრეკე (ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი), რადგან 112-ს არასდროს ვიყენებ და ნომერი ზუსტად არ ვიცი. მერე 112-ში დავრეკე და ოპერატორს ველაპარაკე. ავუხსენი, რაც რუკაზე ყველაზე ახლოს იყო და მისამართი ვუთხარი.

ქვემოდან ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით ვერაფერი გავიგე“, – ამბობს ფოტოგრაფი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42