"ჯარის შემდეგ რუსეთში ჩამოვიდა, გასართობად" - რუსი, მდიდარი ქალბატონი ზუგდიდელ მამას ეძებს
საზოგადოება - 15:16, 16 Jul, 2020     5268

მოსკოველი, მდიდარი ქალბატონი საქართველოში მამას ეძებს. იულია ბოიცოვა ფსიქოლოგია, 31 წლისაა და როგორც თავად ამბობს, მამისი ზუგდიდელია და 32 წლის წინ მოსკოვში გასართობად იყო ჩასული, დედამისთან რომანი ჰქონდა, რის შემდეგაც იულია დაიბადა.

"გამარჯობა!

31 წლის ვარ და ბედნიერი ვარ! მაგრამ როგორც ამბობენ, „ეს ყოველთვის ასე არ იყო“.

დედაჩემი არის ოლგა ბოიცოვა. 32 წლის წინ, 1988 წლის იანვარ-თებერვალში, მისივე თქმით, მან აირჩია 10 წლით უმცროსი, სიმპათიური მამაკაცი, კარგი გენებით და მე გამაჩინა.

ეს იყო მამაჩემი. მისი სახელია ელგუჯა ფიფია. ის ქართველია, რომელიც ჯარის შემდეგ მოსკოვში ბიძასთან ერთად ჩამოვიდა, გასართობად და ტანისამოსის საყიდლად. ის მაშინ 20 წლის იყო. დედაჩემი მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „პერვომაისკიში“. მისი ბიძა იყო ჩემი ნათლიის, ელენას კავალერი.

დედაჩემსა და ელგუჯას შორის განვითარდა რომანი, შემდეგ მამა წავიდა საქართველოში.

როდესაც დავიბადე, 1988 წლის 1 ნოემბერს, ჩემმა ნათლიამ მამაჩემს გაუგზავნა ჩემი ფოტო და წერილი, სადაც შეატყობინა, რომ ქალიშვილი შეეძინა.

დედამ მითხრა, რომ მამა მასთან ქორწინების შეთავაზებით მივიდა, მაგრამ დედამ უთხრა, რომ არ უყვარდა იგი და საერთოდაც, იქნებ მე სულაც არ ვიყავი მისი შვილი. ამიტომ მამა უკან გაბრუნდა.

ახლა 31 წლის ვარ და გაცნობიერებულად და შეგნებულად ძალიან მინდა მამაჩემის პოვნა.

სამწუხაროდ, მცირე ინფორმაცია მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ის 31 წლის წინ, ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობდა.

რატომ მჭირდება ეს?

როდესაც 3 წლის ვიყავი, მაშინ ყველაფერი მქონდა, მაგრამ მამა არ მყავდა. დედაჩემს ვკითხე, სად იყო მამაჩემი, რაზეც მან მიპასუხა: „გჭირდება ის? არსებობენ სხვადასხვანაირი მამები: ისეთები, ვინც სვამენ და ისეთები, ვინც სცემენ! მე და შენ ცუდად ვართ? მე ხომ ყველაფერს გიკეთებ!“


ამგვარი პასუხის მოსმენის მერე გადავწყვიტე, რომ ასეთი მამა არ მჭირდებოდა! და 28 წლამდე ამ აზრიით ვცხოვრობდი, რადგან ცხოვრებაში ვაწყდებოდი კაცების, რომლებიც ძირითადად ან სვამდნენ ან სცემდნენ…

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში მოქმედებდა დედის მიერ ბავშვისთვის მოცემული პროგრამა, რომელიც 30 წლამდე მუშაობდა…

ბებია ყოველთვის ადევნებდა თვალყურს გადაცემა „ჟდი მენიას“, ტიროდა და ამბობდა: „აი, იულია გაიზრდება და იპოვის მამას“…

და იცით, ამანაც შედეგი გამოიღო. ახლა მამას ვეძებ და ყოველდღე უფრო და უფრო მეტად ვხვდები, რომ ის ნამდვილად მჭირდება!" - აცხადებს იულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42