კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სტიპენდიები თსუ სტუდენტებს
საზოგადოება - 18:46, 14 Jul, 2020     1101

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის (MA in European Studies) 10 სტუდენტს "კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი" სტიპენდიას დაუწესებს. ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 2020 წელს ჩარიცხულ მაღალრეიტინგულ სტუდენტებს შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ. სტიპენდიის დანიშვნისა და, ზოგადად, თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის" რეგიონულმა დირექტორმა თომას შრაპელმა.

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის თქმით, "კონრად ადენაუერის სახელობის ფონდთან" ინსტიტუტი რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს. "ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამა, ერთის მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოსთვის ევროკავშირის შესახებ სწავლების პრიორიტეტულობას და მნიშვნელობას, ხოლო მეორეს მხრივ, განათლების სექტორში გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს, რაც Covid 19 პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქებას ისახავს მიზნად," - აღნიშნა ნინო ლაპიაშვილმა.

"კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის" რეგიონული დირექტორის თომას შრაპელის თქმით, ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს დახმარება ევროკავშირთან დაახლოებაში. "საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. გვსურს როგორც ქართველი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სტუდენტების დახმარება სტიპენდიის სახით. ამით ჩვენ მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, მხარს ვუჭერთ ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას და, გარკვეულწილად, საქართველოსაც ევროპული მიმართულებით სვლაში ვუწყობთ ხელს," - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა (MA in European Studies) ევროკავშირის ფინანსური დახმარებით 2007 წელს შეიქმნა და კურსდამთავრებულთა დასაქმების 100%-იანი მაჩვენებლი აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42