შაქარაშვილის საქმე - ვახო ახვლედიანის ოჯახის საგანგებო განცხადება
საზოგადოება - 18:02, 14 Jul, 2020     3207
გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახო ახვლედიანის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია რომ ახვლედიანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს ტყუილია.

"ვახო ახვლედიანი და მისი ოჯახი, პირველ რიგში, სამძიმარს უცხადებს შაქარაშვილების ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო.

თავად ვახო და მისი ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება გაჟღერებულ აზრს, თითქოს ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. პირიქით, მის ყველა ჩვენებაში დასტურდება, რომ მათ მოძალადეები საცემად მისდევდნენ. ამ საქმეზე სამართლის აღსრულება, შაქარაშვილების ოჯახთან ერთად, სწორედ ვახო ახვლედიანის და მისი ოჯახის ინტერესში შედის.

წარმოუდგენელი ზეწოლაა მასზე, როგორც მოწმეზე, თითქოს ის სიმართლეს მალავს. ხშირ შემთხვევაში ბრალდებულების ადვოკატების ინტერპრეტაციებით შუქდება ახალი დეტალები, რის გამოც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შედის.

ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტის შეფასებით, ისიც ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე, სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი - გიორგი ქათამაძე.

ინციდენტის შემდეგ, შუბლგატეხილმა, სისხლიანმა, შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ვახომ მოახერხა თბილისში მეგობრებთან დარეკვა და მისი და მისი ახლო მეგობრის - სასტიკად ნაცემი გიორგი ქათამაძის თბილისამდე ჩამოყვანის ორგანიზება.

ხიდზე მომხდარი მეორე თავდასხმის დროს ყველა თავის გადასარჩენად მირბოდა. ოთხივე ბიჭი. ვახო ერთ-ერთია, ვინც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გაუგებარია, რატომ არ არის აქცენტი ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე და რატომ არის ასეთი ზეწოლა მსხვერპლზე.

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელებისგან, რაც ნაადრევი და არაობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ მნიშვნელოვან საქმეზე," - ნათქვამია კომენტარში, რომელსაც ახვლედიანის ოჯახი ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42