სიმსივნემ გვათრია და ბოლოს სასიკვდილო ძალით დაგვანარცხა მიწაზე...თქვენ ყველამ უდიდესი წვლილი შეიტანეთ ალექსის დახმარებაში - ალექსის დედა
საზოგადოება - 12:51, 14 Jul, 2020     1248

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის მეუღლე ნატალი კორნევა სოციალურ ქსელში ალექსისთვის შექმნილ ჯგუფში, ემოციურ და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.


იგი მადლობას უხდის ყველას დახმარებისა და თანადგომისთვის.

„ადამიანურ თვისებებს შორის, არცერთს არ მინდა ვფლობდე ისეთი დიდი დოზით როგორც მადლიერების გრძნობას, რადგან ეს გრძნობა არის არა მხოლოდ სათნოება, არამედ სხვა ყველა სათნოებათა დედა.“

ციცერონი ბუნებაში არსებობს მეათედის კანონი, რომლის მიხედვითაც სამყარო ყოველთვის იღებს თავის წილ მეათედს. ეს გახლავთ ერთგვარი მადლიერების კანონი -10% იქიდან, რაც გაგაჩნია. მაგრამ, არასოდეს იცი როგორ დაგიბრუნდება უკან ეს შენი მეათედი. როცა შევიძენთ უნარს, მადლიერები ვიყოთ თუნდაც წვრილმანებისთვის, გაოცებულები გავაცნობიერებთ, რომ წვრილმანები არ არსებობს. სამყაროში ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს რასაც წვრილმანს ვეძახით, ცხოვრების მთლიანი, თანმიმდევრული და მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. მეგობრებო, მინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატო თქვენს მიმართ, მადლობას გიხდით თანადგომისთვის, კარგი სურვილებისთვის, სიყვარულისთვის.

მადლობა ყველა კომენტარისთვის, თქვენი დადებითი ემოციებისთვის. თქვენი არცერთი თბილი სიტყვა არ დაკარგულა და მახსოვს, ეს სიტყვები გვაძლიერებდნენ მკურნალობის პერიოდში და ახლაც. მადლობა სათითაო გაღებული თეთრისთვის. თქვენ ყველამ უდიდესი წვლილი შეიტანეთ ჩემი ალექსის დახმარებაში. მადლობა დედას რომელიც სულ გვერდში მიდგას, რომელიც გმირია, მარტო ჩემი კი არა ალექსისაც დედასავით ყავდა. მადლობა მეგობრებს ჩემს გოგოებს „ანგელოზებს“(ნათლიებს) მადლობა ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, უცნობებს. მადლობა Rustavi 2, სადაც მუშაობს ჩემი მეუღლე და უდიდესი დახმარება გაგვიწიეს როგორც ფინანსური ასევე ინფორმაციული და მორალური ( არ მიაწეროთ ეს რაიმე რეკლამას ან პოლიტიკურ მიმართულებას, რითიც არასდროს არ ვარ დაინტერესებული გთხოვთ)მადლობა მის კოლეგებს Rustavi 2 news room, მეგობრებს, მადლობა ციცაძის ფონდს, თბილისის მერიას, ყველას, შეიძლება ვინმე გამომრჩა. მადლობა იაშვილის კლინიკას, ონკოლოგ ნინო ტოტოღაშვილს, რეანიმაციის განყოფილების ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, დამლაგებლებს..

მადლობა თურქეთის კლინიკას „აჯიბადემი“ მათ ექიმებს, მადლობა თარჯიმან Inga Kobaladze. ზოგმა სიტყვით, ზოგმა ფინანსურად, ზოგმა ლოცვით და ზოგმაც უბრალოდ ფიქრით მასზე, თქვენ ყველა თამაშობდით იმ დეტალების როლს რომლებიც ერთიანობაში ამუშავებენ ერთ დიდ მექანიზმს, სადაც ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და თქვენ ერთად ვისაც რითი შეგეძლოთ მონაწილეობდით ჩვენს ბედში. თქვენი სათითაო სიტყვა და ქმედება თქვენი ემოციაც კი მუშაობდა ერთი დიდი აწყობილი მექანიზმივით, იარაღივით სიმსივნის (ბოროტების) წინააღმდეგ, სამიზნეში გვყავდა თითქმის ამოღებული, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად ვერ შევძელით.. ჩვენ კი მე, Beqa Paturashvili და დედაჩემი Elena Mateshvili, ვიყავით თქვენი დახმარებით გაშვებული 3 უშუალო მისიონერი და მებრძოლი ასე ვვთქვათ „ომში“, სადაც ექიმებთან ერთად ყველა თავ-თავისი იარაღით, ზოგჯერ ცარიელი ხელებით ვბრძოლობდით ბოლომდე, სისხლიანები და დაჭრილები, შეუპოვრად, უშიშრად, არანორმალური შემართებით.

ოღონდ ეს იყო ბრძოლა წესების გარეშე, რადგან მკურნალობის პროტოკოლი არ არსებობდა. ამიტომ ვთხოვდი ღმერთს, ყველა სამყაროს ძალას დასახმარებლად, ზოგჯერ ვემუქრებოდი და ველაპარაკებოდი სიმსივნეს რომ გამქრალიყო, ზოგჯერ ვეფერებოდი.. მაგრამ ბრძოლის ველი ამ დროს არის საკუთარი ბავშვის სხეული, სიმსივნე მის შიგნით არის, არ ჩანს და გიწევს ბავშვის სხეულის გავლით ბრძოლა რომელიც ნამეტანი გტკივა, ნამეტანი ძვირად აიღო სამყარომ ჩემგან.. ამ პატარა სხეულის და ბავშვის დედა მე ვარ, ჩემი თვალები ხედავდა მის წვალებას, ტკივილს, სისხლს, ჭრილობებს... ან ექიმებს უნდა მოეკლათ ბავშვი ქიმიებით ან სიმსივნეს, მეტი არჩევანი არ იყო. ეს სიმსივნე კი არა თურმე უშველებელ აგრესიულ „ურჩხულთან“გვქონია საქმე და თვალებში ვუყურებდი უშიშრად! მეგობრებო, გვაპატიეთ, მისია ვერ შევასრულეთ, არ გამოგვივიდა..

ალექს გვაპატიე ჩვენ ყველას ერთად არ გამოგვივიდა და არავინ არაა ამაში დამნაშავე. ჩამოვედით დაჭრილები, დაფლერთილები, კატასტროფა გამოვლილები სადაც სიმსივნემ გვათრია და ბოლოს სასიკვდილო ძალით დაგვანარცხა მიწაზე.. მადლობა სიკეთისთვის, მადლობა რომ არსებობთ“- წერს ალექსის დედა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42