კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა.
ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი აქარაშვილის ოჯახმა წარმოუდგენელი სულგრძელობა გამოიჩინა. ~
„გიორგის ღირსეულ მშობლებს და სანათესაოს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. ვერ წარმოიდგენთ რა სულგრძელობა გამოიჩინეს მათ. ასეთ დროს ადამიანები ძირითადად იწყევლებიან. მათ არავიზე ცუდი არ უთქვამთ, პირიქით, ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო.
ამ ადამიანებმა კიდევ უფრო შემაყვარეს თავი თავისი უბრალოებით. მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს და ადვოკატებს, გაითვალისწინონ ამ ბავშვის კადრებს რომ აჩვენებნ და ათას ვერსიაზე ლაპარაკობენ, კიდევ ერთხელ კლავენ მშობლებს.
გიორგი მობილიზებული ადამიანი იყო. ურთიერთობები არასდროს შეშლია. ყველასთან თქვენობით საუბრობდა, ძალიან თავაზიანი იყო, როგორც სპორსტმენი – პერსპექტიული. ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან…
როდესაც „საბურთალო 2“ – ში მოხდვა ეს იყო მოტივაცია და ბებოსთვის უხარებია, ბებო, „საბურთალოს პირველში“ მოვხვდები მალე და წავალ ევროპაშიო. ძალიან მიზანდასახული იყო“ – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






