კვლევითმა ორგანიზაციამ 41 დასახელების პროდუქტი თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შეამოწმა. აკრძალული საღებავი „სუდანი“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა. ესენია: ცხარე საწებელი "ჯაკომო",აჯიკა "აფხაზური,"ხათოს აფხაზური აჯიკა",აჯიკა "ნენა",ტომატის კეტჩუპი "კალვე".
მწარმოებლები "სუდანს" წითელი შეფერილობისთვის იყენებენ. ნივთიერების სისტემატიური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ქიმიური ნაერთი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და უჯრედების გადაგვარებას. ეს არ არის პირველი კვლევა, როცა ორგანიზაცია, "მომხმარებელი.ჯი" საკვებში საშიშ ნივთიერებებს ამოწმებს. გასულ წელს, ცხრა საკვებ პროდუქტში აღმოჩნდა საშიში ნივთიერება, დახლებიდან პროდუქტები აიღეს, თუმცა ამის შემდეგ ახლა საშიში პროდუქტები მაღაზიებში იყიდება.
კვლევა იხილეთ დეტალურად: momxmarebeli.ge
მასალის გამოყენების პირობები






