ეს პიროვნება რომ ყოფილიყო არა წყალში, არამედ ხმელეთზე, 1-2 დღეში ამოცნობის რესურსიც არ იქნებოდა - ალექსანდრე გეჯაძე
საზოგადოება - 20:55, 10 Jul, 2020     900

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე - დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ცხედარს აშკარად აღენიშნება წყალში ყოფნის ნიშნები. მისივე თქმით, ცხედარი 1-2 დღის განმავლობაში ხმელეთზე რომ ყოფილიყო, მისი ამოცნობის რესურსი არ იქნებოდა.

ექსპერტის თქმით, ის დაზიანებები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს საწყის სტადიაზე განუვითარდა, მას სწრაფ გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიდა. ასევე ალექსანდრე გეჯაძე საუბრობს იმაზე, რომ შაქარაშვილის სხეულზე სირბილის დროს დაცემის კვალი არ აღენიშნებოდა.

"ის დაზიანებები, რომელიც მას განუვითარდა დაზიანების მიღების საწყის სტადიაზე ბუნებრივია არანაირ ხელს არ შეუშლიდა მას სირბილში, მიზანმიმართულ გადაადგილებაში.

დაცემის, სხეულის გახოხების კვალი აშკარად გამოხატული არ არის. ასეთ შემთხვევაში, პირობითად მაღალი ალბათობით უნდა ყოფილიყო სახეზე სისხლნაჟღენთებთან ერთად განაკაწრები, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, სიგრძივი, ხაზოვანი ფორმის, ერთმანეთთან პარალელურად განლაგებული, რომელიც მიუთითებდა მაღალი ალბათობით სხეულის გაცურებაზე მკვრივ, ბლაგვ ზედაპირთან.

ცალსახად აღენიშნება სხეულს წყალში ყოფნის ნიშნები, ექსპერტულ ენაზე ამას ჰქვია პირობითად "მრეცხავის ხელთათმანი", რამე თუ ხელის მტევნების კანი, ტერფების კანი შენაოჭებულია, გათეთრებულია და შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ნიშანი წყალში ყოფნისა.

ეს პიროვნება რომ ყოფილიყო არა წყალში, არამედ ხმელეთზე, ლპობითი პროცესები 1-2 დღეში ისე განვითარდებოდა, ამოცნობის რესურსი და საშუალებაც არ იქნებოდა მიცვალებულის, ისეთი შეცვლილი იქნებოდა ამ პროცესების გამო. ამ შემთხვევაში ლპობითი პროცესები აშკარად სახეზე გვქონდა, მაგრამ ამ პროცესების განვითარებას, დროში ინტენსივობის შემცირებას ხელი შეუწყო გამდინარე ცივმა წყალმა, სადაც იმყოფებოდა ეს პიროვნება. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ ძალზედ არ განადგურდა სხეული და მოგვეცა საშუალება, როგორც კატეგორიული დასკვნების გამოტანის, დაზიანების სიცოცხლის დროინდელობასთან მიმართებაში, სიკვდილის მიზეზის განსაზღვრასთან მიმართებაში და სხვა," - აცხადებს "დღის კურიერის" ეთერში ალექსანდრე გეჯაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42