თსუ-ში უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა
საზოგადოება - 16:07, 10 Jul, 2020     857

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ექსპოზიცია, რომელზეც თსუ პირველი რექტორის მემორიალური ნივთები, ფოტოები და დაკუმენტური მასალაა წარმოდგენილი, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა დაათვალიერეს. ექსპოზიცია პეტრე მელიქიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ასახავს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პეტრე მელიქიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოქტომბრისთვის გადაიდო, ამ დროს გაიმართება ალბომის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია. „პეტრე მელიქიშვილი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოსთვის, ქართული მეცნიერებისთვის და, განსაკუთრებით, ქართული უნივერსიტეტისთვის. მან საქართველოში ჩამოაყალიბა პირველი ევროპული ტიპის სკოლა ქიმიის მიმართულებით. სწორედ ეს იყო ის საფუძველი, რომელიც დღესაც გვაძლევს დიდ რეზულტატს. ცოტა ხნის წინ, თსუ-ის ბაზაზე გაიხსნა ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წარმომადგენლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროგრამები ქიმიაში, ბიოქიმიაში. ესაა პეტრე მელიქიშვილის მიერ ჩაყრილი საფუძველი, რომელზეც გაიზარდა მთელი პლეადა ქართველი ქიმიკოსების, ბიოქიმიკოსების, რომელთაც ფართოდ გაუთქვეს ქართულ მეცნიერებას სახელი,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო უნივერსიტეტში, რომლის პირველი რექტორი იყო პეტრე მელიქიშვილი და სადაც უამრავმა ქართველმა მიიღო განათლება. ადამიანის აზროვნება რწმენისა და მეცნიერების ნაყოფია. ისინი ერთმანეთს ავსებენ. პეტრე მელიქიშვილი იყო დიდებული კათოლიკე ქართველი,“- განაცხადა წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმა.

იუბილესთან დაკავშირებით თსუ რექტორმა, წმინდა საყდრის ნუნციამ, სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად თსუ პანთეონში პეტრე მელიქიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42