ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა - კახა ბექაური
საზოგადოება - 14:15, 10 Jul, 2020     492

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონი მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიზანი არ არის იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიების მიმართ, ეს საჭირო არ არის, რადგან კომისიას იძულების მძლავრი მექანიზმი ისედაც აქვს.

„არ შეიძლება არსებობდეს ავტორიზაციის ან ლიცენზიის ჩამორთმევაზე და საქმიანობის შეჩერებაზე მძლავრი იძულების მექანიზმი. ასეთი უკვე გვაქვს, ამიტომ ცვლილებები ამას არ ემსახურება. ეს ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, ელექტრონულ კომუნიკაციებში მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აბონენტი ჰყავთ. თუ აღსრულება ეფექტიანი არ არის და ჯარიმების შემდეგ არ აღსრულდა კანონი, ჩვენ ვითხოვთ დღევანდელ კანონმდებლობაში არსებულ მექანიზმზე უფრო მსუბუქ მექანიზმს, რომელიც დაიცავს მომხმარებელს საკომუნიკაციო სერვისების შეწყვეტისგან. შესაბამისად, აქ არანაირად მაუწყებლობის სფეროს ნაწილი არც მოსაზრებებში იყო, არც მიზნებში და არც არავის გაუვლია თავში, არც წარმოდგენილ კანონპროექტშია ამაზე საუბარი. შესაბამისად, ეს ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ამ კუთხით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს ეს მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა და არანაირად ეს ცვლილებები შეხებაში მათან არ არის", – განაცხადა კახა ბექაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42