კიდევ ერთი, სკანდალური გარემოება შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე - საქმეში მესამე მანქანა ჩნდება
საზოგადოება - 23:18, 07 Jul, 2020     2597

შაქარაშვილის ბურუსით მოცულ გარდაცვალების საქმეზე ახალი სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი - საქმეში გამოჩნდა მესამე ავტომანქანაც - მიკროავტობუსი, რომელიც დიდუბეში გადაღებულ სათვალთვალო ვიდეოკამერებში ფიგურირებს, საიდანაც "მთავარი არხის" ინფორმაციით, "კაწრო" გადმოდის და საქმის ე.წ. ოქროს მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან მოსალაპარაკებლად მიდის.

აღნიშნული ვიდეომასალა აქამდე მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა.

ეკა კვესიტაძის "მთავარ აქცენტებში", ნიკა გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ განვითარდა შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს.

სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია.

დიდუბეში დაფიქსირებული მიკროავტობუსი მცხეთის სათვალთვალო კამერებშიც ფიგურირებს.

"ტოიოტამ გააკეთა თავის შავი საქმე. ბავშვი ამ დროისათვის არის უკვე გარდაცვლილი. სავარაუდოდ და ჩვენი წყაროების ცნობით, მისი ცხედარი არის ფერად შენობაში. ეს მანქანა. ე.წ. მაღალი პასადკა, არის ან ჯიპი, ან ფურგონი რაც ჩვენ ვნახეთ. ცხედარი იმყოფება ფერად შენობაში, 5 წთ სჭირდება შენობიდან ცხედრის გადმოტანას მანქანაში და ეს მანქანა მიემართება თბილისისკენ. ამის შემდგ იწვება ეს შენობა. იმისათვის, რომ მიკრონაწილაკი დნმ-ის, ცხედრის იქ არ დარჩეს" - ამბობს ნიკა გვარამია.

ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში არ უნდა ყოფილიყო, დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატმაც გამოთქვა.

"4 დღე ეძებეს და ეს ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა იმის ეჭვი, რომ არ გამოვრიცხეთ, რომ შესაძლებელია 4 დღე და ღამე წყალში არ ყოფილიყო, ან მე-2 დღეს ან მე-3 დღეს სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს სცოდნოდა სად იყო ეს მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვების გაგვიჩნდა, რომ მაგალითად, მკერდზე ზეწოლის კვალი ჩანდა აშკარად და ამაზე ექსპერტიც საუბრობს. ვიღაცა შეეცადა, რომ გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, პირდაპირი გულის. ამ დროსაც დაზიანება ხდება გულ-მკერდის და შეიძლება ჰემატომური რაღაც გამოიწვიოს" - ამბობს გიორგი ყიფშიძე

წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42