ასტიკი მკვლელობა სურამში - მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს და ამ მოთხოვნით საგამოძიები უწყებამ გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






