კორპორატიული სამყაროს სტრატეგია კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ
საზოგადოება - 14:05, 07 Jul, 2020     549

კლიმატის ცვლილება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. სულ უფრო მეტი კორპორაცია ერთიანდება საერთო მიზანის ქვეშ, რომელიც გარემოზე ინდუსტრიული საწარმოების მიერ განხორციელებული უარყოფითი გავლენის შემცირებას გულისხმობს.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, გარემოს დაცვა კომპანიის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. კომპანია გეგმავს, როგორც სათბურის აირების გამოყოფის და ენერგიის მოხმარების მინიმიზებას, ასევე, განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდას და პროდუქტების ნარჩენების შემცირებას.

„ჩვენი ვცდილობთ მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნეს-პრაქტიკა იმისთვის, რათა მივაღწიოთ გარემოს მდგრადობის უმაღლეს სტანდარტებს, ჩვენზე დაკისრებული გარემოს დაცვის ვალდებულების შესაბამისად“, – ნათქვამია კომპანიის წლიურ ანგარიშში.

გარემოს დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია CDP ყოველწლიურად იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც ეკოლოგიური კეთილდღეობის მისაღწევად პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილებების შეჩერების პროესში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაზე "ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც" მოხვდა, რაც კლიმატის ცვლილების შეჩერების მიმართულებით კომპანიის ძალისხმევას უკავშრდება.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ საქმიანობა გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. კომპანია საკუთარ საწარმოებში გამონაბოლქვის ნულოვანი დონის მიღწევას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიამ 2019 წელს გამონაბოლქვისგან თავისუფალი პირველი ქარხანა გახსნა ლიეტუვაში, 42%-ით შეამცირა ქარხნების საქმიანობის შედეგად გამოყოფილი CO2 -ის ოდენობა და გადავიდა ელექტროენერგიის 65%-ის განახლებადი ენერგიის წყაროდან მოხმარებაზე.

გარემოს არანაკლებ პროლემებს უქმნის თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გამოყოფილ პლასტმასის ნარჩენებიც. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 350 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი გროვდება, მათ შორის არის სიგარეტის ფილტრებიც, რომლის დაშლასაც სხვა პლასტიკატების მსგავსად, ხანგრძლივი პერიოდი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, კომპანიის მიზანს 2025 წლისთვის PMI-ის პროდუქტში შემავალი პლასტმასის შემცველობის ოდენობის 50%-ით შემცირება წარმოადგენს.

„წარმოების განახლებულ მოდელზე გადასვლის მიზნით საჭიროა წარმოებისა და გამოყენების ეკონომიკური მოდელების მოდიფიკაცია. აუცილებელია პროდუქტის დიზაინშივე იყოს გათვალისწინებული მისი მდგრადობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, თვალყური ვადევნოთ პროდუქტის გარესმოსდაცვით და სოციალურ გავლენას მისი წარმოებიდან გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ“- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალისთვის“ წრიულ ეკონომიკაში წვლილის შეტანა ნიშნავს ისეთი ეკოლოგიურად უფრო სუფთა მოწყობილობების, სახარჯო მასალის, აქსესუარებისა და შეფუთვის შემუშავებას, რომლებიც იქნება ეფექტური, შეკეთებადი და გადამუშავებადი. ამ მიზნის მისაღწევად „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ იყენებს მენეჯმენტის სისტემატურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც მდგრადობა პროდუქტის განვითარების საწყის ეტაპზე არის გათვალისწინებული.

”ჩვენ მზად ვართ შევაფასოთ მდგრადობის მახასიათებლები და მივიღოთ დიზაინის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მუდმივად გაზრდის ყველა პროდუქტისა და შეფუთვის ეკოლოგიური ეფექტურობის ხარისხს”,- განაცხადა ჰაბ საველკოუსმა, კომპანიის მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42