თსუ-სა და კომპანია „სილქნეტის“ შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის "წერის არქიტექტურა" გამარჯვებული გამოვლინდა
საზოგადოება - 11:13, 07 Jul, 2020     445

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის "წერის არქიტექტურა" გამარჯვებული გამოვლინდა. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ჩხიკვაძემ წარმატებით შეასრულა დასკვნითი დავალება და მისი ნაშრომი მონაწილეებს შორის საუკეთესოდ დასახელდა. კურსის ბოლოს მინი კონკურსის დავალება, რომელიც ახალი ნაშრომის დაწერას, კერძოდ კი სიზმრის აღწერას გულისხმობდა, სტუდენტებს ანა კორძაია-სამადაშვილმა მისცა.

„მნიშვნელოვანი პროექტია „წერის არქიტექტურა“, წამახალისებელი ძალაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლა იწყებს წერას, მოყვარული მწერლებისთვის, ახალგაზრდებისთვის,“- განაცხადა ანი ჩხიკვაძემ.

პროექტის ფინალური ეტაპისთვის შერჩეულმა პრაქტიკული კურსის 20-მა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ორი კვირის განმავლობაში წერის სტრუქტურის შესახებ მწერლებითა და ლიტერატურათმცოდნეებით დაკომპლექტებული გუნდის ტრენინგები გაიარეს. კურსის მონაწილეებმა გაიცნეს თანამედროვე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანები და მათგან ისწავლეს თუ როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, როგორ შექმნან სიუჟეტი, მოყვნენ ამბავს საინტერესოდ და წერონ გამართული დიალოგები, როგორ გამოიმუშავონ წერის საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები.

პრაქტიკულ კურსს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები - ბექა ადამაშვილი, დავით გაბუნია, გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია, ანნა კორძაია - სამადაშვილი, დათო ტურაშვილი და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ.

„მასტერკლასი უკვე მეორედ ჩატარდა თსუ-ის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში და მასში 500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გამარჯვებული სასაჩუქრე ვაუჩერით დავაჯილდოვეთ, ასევე ფინალის ყველა მონაწილეს გადავეცით თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები. მასტერკლასის ყველა მონაწილეს, ფინალისტს ველოდებით „შემოდგომის ლეგენდაზე“ შემოდგომაზე,“- აღნიშნა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.

პროექტის გამარჯვებულს თსუ-მ საჩუქრად ტექნიკის მაღაზიის 400-ლარიანი ვაუჩერი, კომპანია “სილქნეტმა” მობილური ტელეფონი გადასცა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. პროექტის დახურვა და მონაწილეთა დაჯილდოება ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოხდა.

"წერის არქიტექტურა" თსუ-სა და "სილქნეტის" ერთობლივი სტუდენტური ლიტერატურული პროექტის - "შემოდგომის ლეგენდა" ფარგლებში განხორციელდა. სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პანდემიის გამო არ გამოვტოვეთ და წელსაც, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ჩავატარეთ წერის მასტერკლასი. მასტერკლასი წარმატებით ჩატარდა ონლაინრეჟიმში. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თორმეტწლიანი პარტნიორობისთვის და ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისთვის,“- განაცხადა „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.

ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" ისტორიაში შემოქმედებითი პრაქტიკული კურსი "წერის არქიტექტურა" უკვე მეორედ ჩატარდა. პრაქტიკული კურსი სპეციალურად "შემოდგომის ლეგენდის" ათწლიანი გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დაიგეგმა.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42