საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია – რას ყვებიან მეზობლები სურამში მომხდარ მკვლელობაზე
საზოგადოება - 23:59, 06 Jul, 2020     3323

სასტიკი მკვლელობა სურამში - ქმრის მიერ მოკლულმა ქალმა სიცოცხლის უკანასკნელი წამები დედასთან გაატარა.

ადგილობრივები კურიერთან ამბობენ, რომ როცა ქმარმა ცოლი იარაღით მოკლა, ბავშვებმა ბებიას, დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

"როცა ქმარმა ცოლი იარაღით მოკლა, ბავშვებმა ბებიას, დედის დედას დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დედას დალაპარაკებია. საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია.

უპატიოსნესი გოგო იყო, ბავშვობიდან ვიცნობ. მკლვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. მეუღლეს, სავარაუდოდ მოლანდებები ჰქონდა, უცხო კაცი გვერდით ეწვაო, უთქვამს ქმარს და ამიტომ ვესროლეო.

იმ დროს, მოკლული ქალი სახლში ბავშვებთან ერთად მარტო იყო.“ – კურიერთან საუბრისას ამბობს ადგილობრივი.

საუბრობენ მამაკაცის ფსიქიკურ პრობლემებზე. ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

„ხშირად სვამდა, ალბათ, „თეთრი ცხელება” დაემართა და ჰალუცინაციები ჰქონდა, ამიტომ მოხდა ეს ტრაგედიაც, ისე ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარი დაკავებულია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42