ISET-ის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება და დიპლომების გადაცემის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა
საზოგადოება - 14:40, 06 Jul, 2020     515

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) 2020 წლის მაგისტრატურის კურსადმთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 38 კურსდამთავრებულს სწავლის დასრულება და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის მიღება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა თამარ სულუხიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟან-ფრედერიკ პოლსენმა, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია მთელ რეგიონში. ISET-ის თოთხმეტწლიანი საქმიანობის შედეგია კურსდამთავრებულთა სპეციალობით დასაქმების 98-პროცენტიანი მაჩვენებელი. „ISET-ის კურსდამთავრებულები ხვალიდან უკვე შეუერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების უზარმაზარ, სამასათასიან არმიას. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მათი კარიერული წინსვლის გარანტია. წარმატებას ვუსურვებ მათ და, რაც მთავარია, არ დაკარგონ კავშირი თავის ალმა მატერთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან",-აღნიშნა თსუ რექტორმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ეტაპი პოზიტიური გამოცდილებებითა და შესაძლებლობებით აღსავსე იქნება და ISET-ელები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას, რადგან, ტრადიციულად, ISET-ის კურსდამთავრებულები წარმატებული არიან სხვადასხვა სექტორში. „ხარისხიან განათლებაში ინვესტიციის ჩადება, საუკეთესო ინვესტიციაა საკუთარ მომავალში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიღებულ ცოდნას თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებთ. განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდები საუკეთესო ადამიანური კაპიტალია, რომელსაც შესწევს ძალა ქვეყანა დააყენოს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე,“- ასე მიმართა მინისტრმა კურსდამთავრებულებს.

ISET-ის დირექტორის თამარ სულუხიას თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონია არატრადიციული ფორმით ჩაატარა, სადაც მსოფლიოს 4 ქვეყნიდან სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე დირექტორთა საბჭოს წევრები ევროპიდან და ამერიკიდან, ლექტორები და ISET-ის სხვა გულშემატკივრები მონაწილეობდნენ."

2020 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო საგანმანათლებლო სისტემისთვის, რადგან კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების ფონზე, უნივერსიტეტებს მოუწიათ მკვეთრი ცვლილებების გატარება სასწავლო პროცესში, რაც, ძირითადად, საკლასო ტიპის სწავლებიდან სრულად ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას გულისხმობდა. ISET-მა უმოკლეს დროში მოახერხა ონლაინ სწავლების უახლესი და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რამაც სკოლის 500-მდე სტუდენტს საშუალება მისცა, ხარვეზების გარეშე გადასულიყო ვირტუალურ საკლასო გარემოში და შეფერხებების გარეშე გაეგრძელებინა სალექციო კურსების მოსმენა, გამოცდების ჩაბარება და სხვადასხვა სახის აქტივობებში მონაწილეობა.

ISET-მა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია 14 წლის განმავლობაში. სკოლამ უკვე აღზარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა.

R




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42