ეროვნული გამოცდები იწყება - რა წესები უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
საზოგადოება - 20:01, 05 Jul, 2020     744

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 6 ივლისის დილის 08:00 საათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მისი თქმით, აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

გორგოძე კიდევ ერთხელ განმარტავს უსაფრთხოების წესებს, რომლის დაცვაც საგამოცდო ცენტრებში აუცილებელი იქნება.

„აბიტურიენტები უნდა მობრძანდნენ პირბადით. თუ არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ. გაივლიან თერმოსკრინინგს. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, ჩავურთავთ კონდიციონერს, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გაიკეთონ პირბადე. აბიტურიენტებმა უნდა მოიტანონ პირადობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში შეუძლიათ შეიტანონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავგელიანი კალამი. სექტორში მერხებს შორის დაშორება იქნება ორი მეტრი, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მერხებს შორის მინიმუმ ერთი მეტრი. 37 გრადუსის დაფიქსირების შემთხვევაში, აბიტურიენტებს გადაუმოწმდებათ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით და ამის შემდეგ ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ აბიტურიენტის შესვლა სექტორში დაუშვებელია, ამ შემთხვევაში მას მიეცემა რეკომენდაცია, რომ ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი. გამოცდები საკმაოდ ხანგრძლივია, შესაბამისად, კიდევ გამოცდების ჩატარების შესაძლებლობა არ გვექნება“,- განაცხადა გორგოძემ.

რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ მისვლა საგამოცდო ცენტრებში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42