10 უცნაური მოწყობილობა, რომლებიც სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ
საზოგადოება - 19:57, 03 Jul, 2020     1054

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა და დროის საინტერესოდ გატარების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი კულინარია იყო. გაჩნდა უამრავი ახალი გვერდი და პლატფორმა, სადაც ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებებსა და რეცეპტებს უზიარებდნენ. გაჩნდა ბევრი საინტერესო და უცხო რეცეპტი, კერძის მომზადების მრავალფეროვანი ხერხი და ტექნოლოგია. აღმოჩნდა, რომ კერძებს ამზადებს ყველა და ყველგან. სწორედ ამ სფეროს ასეთმა გააქტიურებამ გვიბიძგა, თქვენთვის გვეჩვენებინა ერთი შეხედვით უცნაური, თუმცა საჭირო მოწყობილობები, რომლებიც სამზარეულოში ტრიალსადა კერძების მომზადებას გაგიმარტივებთ.

მაშ ასე:

სალათის მაკრატელი:

ეს მაკრატელი ერთი შეხედვით ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა მისი ბასრი და რამდენიმეფენიანი დანები, იდეალურია მწვანილის, სალათის ფოთლის, რბილი ხორცისა და სხვადასხვა პროდუქტის სასურველ ზომაზე დასაჭრელად. ეს მაკრატელი გაგიმარტივებთ და საგრძნობლად შეგიმცირებთ პროდუქტისმოსამზადებლად საჭირო დროს. ამ მაკრატლისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციის უდიდესი არჩევანის ნახვა ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაშია“ შესაძლებელი. მისი ფასი კი მხოლოდ 9 ლარი და 15 თეთრია.

ნივრის სათლელი:

რამდენჯერ შეწუხებულხართ სადილის კეთებისას ნივრის თხელი ფოთლებით, რომელიც დანით გაფცქვნისას დანას დადაფას ეკვრება და შეიძლება, საკვებშიც კი მოხვდეს. ამ უსიამოვნების თავიდან აცილებაში ეს პატარა სილიკონის რგოლი დაგეხმარებათ, რომლის მეშვეობითაც 2-3 წამში ნიორს იდეალურად გაასუფთავებთ. მისი ფასი კი „გორგიაში“ მხოლოდ 3 ლარი და 90 თეთრია.

პომიდვრის საჭრელი:

ამ მოწყობილობის დახმარებით, პომიდორს უსწრაფესად დაჭრითიდეალურ და თანაბარ ნაჭრებად. პომიდვრის გარდა,მისი გამოყენება ნებისმიერი ხილისა თუ ბოსტნეულის დასაჭრელად გამოგადგებათ. ამ ძალიან საჭირო სამზარეულოს აქსესუარსაც „გორგიაში“ 3 ლარად და 20 თეთრად შეიძენთ.

კვერცხის საჭრელი:

ამ პატარა მოწყობილობის დახმარებით მოხარშულ კვერცხს სწრაფად, თანაბრად და სუფთად დაჭრით. მისი ფასი კი მხოლოდ 8 ლარი და 20 თეთრია.

ხილისა და ბოსტნეულის გასასუფთავებელი მოწყობილობები:

ზაფხული აქტიური სეზონია ზამთრისთვის სხვადასხვა პროდუქტის მოსამზადებლად. იქნება ეს მურაბები, კომპოტები, ჯემები და ა.შ. ეს მოწყობილობები იდეალურია სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშიგნად და გასასუფთავებლად. ამ მეთოდით თქვენ დიდი რაოდენობის პროდუქტს უმოკლეს ვადაში დაამუშავებთ. მათი ფასი „გორგიაში“ 6 ლარი და 55 თეთრიდან იწყება.

სტაფილოსა და კიტრის დასაჭრელი:

ნებისმიერი კერძი, გემრიელის გარდა, ვიზუალურადაც ლამაზი უნდა იყოს. ამ მოწყობილობების დახმარებით, თქვენ მიერ სახლში გაკეთებულ კერძს მარტივად და ლამაზად გააფორმებთ სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით. მათი ფასი „გორგიაში“ მხოლოდ 4 ლარი და 45 თეთრიდან იწყება.

საკვებისგადასაწური:

სხვადასხვა კერძის მომზადებისას საჭიროა მისთვის წყლის გამოცვლა, გადაწურვა. ამ პროცესში შესაძლებელია პროდუქტი წყალს გადაჰყვეს, ან სულაც გადავარდეს. ამ მოწყობილობის საშუალებით ეს პროცედურაც საგრძნობლად გაგიმარტივდებათ. მისი ფასი 9 ლარი და 20 თეთრია.


ჭურჭლის დასაჭერი მოწყობილობა:

კერძის მომზადებისას, ხშირად გიწევთ თავსახურისა და სხვა ჭურჭლის გადაადგილება. იმისთვის,რომ ეს ჭურჭელი შორს არ გადაიტანოთ და სივრცე არ დასვაროთ, ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ კომპაქტურია და გაზქურასთან ახლოს შეძლებთ სახურავისა და კოვზის, ან სხვა ჭურჭლის მოთავსებას, საკვების მზადებისას. მისი ფასი 4 ლარი და 50 თეთრია.

სილიკონის დრეკადი საჭრელი დაფა:

ამ დაფის საშუალებით დაჭრილ პროდუქტს მარტივად მოათავსებთ ჭურჭელში ისე, რომ არ გადმოგეყრებათ. მისი ფასი „გორგიაში“ 8 ლარი და 10 თეთრია.

ბოსტნეულის საჭრელიმოწყობილობა:

ამ მოწყობილობაში უცნაური და ორიგინალური არაფერია, თუმცა ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკულობის გამო, ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს ამ სიაში. მისი დახმარებით ნებისმიერი სახის ბოსტნეულისა და ხილის სალათას, უმოკლეს დროში, ძალიან მარტივად გააკეთებთ. მისი ფასი კი მხოლოდ 12 ლარი და 60 თეთრია.

ამ და კიდევ 50 000-მდე დასახელების პროდუქციის შეძენას თქვენი სახლისა და რემონტისთვის ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაში“, საქართველოში ყველაზე იაფად შეძლებთ. ნებისმიერი პროდუქტის შეძენას, ასევე, სახლიდან გაუსვლელად, საიტის www.gorgia.ge მეშვეობითაც შეძლებთ, სადაც ცოტა ხნის წინ ონლაინ განვადების ფუნქციაც ამუშავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42