ბილაინი კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა
საზოგადოება - 12:49, 03 Jul, 2020     642

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინი კომპანიებს ახალ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ახლად დანერგილი სმს პორტალის მეშვეობით, რომელიც Big Data-ს ამუშავებს, მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ მათთვის საინტერესო სამიზნე სეგმენტი და სმს-ით მიაწოდონ მათზე მორგებული ინფორმაცია. პორტალი სრულად შეიქმნა ბილაინის გუნდის მიერ და პროდუქტის მუშაობის პრინციპი ინფორმაციის ზუსტად დამუშავებასა და შემდგომ მის მიზნობრივად გამოყენებაში მდგომარეობს.

პორტალის მეშვეობით კომპანიას თავად შეუძლია, მისთვის სასურველი სახელით გაგზავნოს ჯგუფური შეტყობინებები მომხმარებელთა სასურველ რაოდენობასა და ლოკაციაზე, შეამოწმოს გაგზავნილი კამპანიის სტატუსი, დაგეგმოს კამპანიები და იხილოს უკვე ჩატარებული კამპანიების შედეგები. კამპანიის დაგეგმვის მომენტში, კომპანიას შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს ფილტრაცია ერთდროულად რამდენიმე მონაცემის მიხედვით: კომპანიის საკუთარი მომხმარებლების ბაზა; საქართველოს ნებისმიერი რეგიონი (შესაძლებელია რამდენიმე რეგიონის ერთდროულად არჩევა); თბილისის ნებისმიერი უბანი (შესაძლებელია რამდენიმე უბნის ერთდროულად არჩევა); სმარტფონის ტიპის მიხედვით ფილტრაცია ბილაინის სრულ ბაზაზე; გასაგზავნი სმს-ის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახდენს აბონენტების იდენტიფიცირებას და Big Data-ს მონაცემებიც სრულად დეპერსონიზებულია.

პორტალი იძლევა დაწყებული კამპანიის შეჩერების, საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირებისა და შემდგომ კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობას. პორტალშივე ხდება ინვოისის გენერირება ფილტრაციისა და სმს-ების რაოდენობის მიხედვით, სისტემით სარგებლობა კი ერთდროულად შეუძლია კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს, ისევე როგორც კამპანიების დაგზავნა სხვადასხვა ბრენდის სახელწოდებით.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42